გუნდი



თამარ გიორგაძე 2007 წლიდან კომპანია ჯეპრაში მუშაობს გრაფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე.

თამარს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 2010-2011 წლებში კი Hogeschool Sint-Lukas Brussels-ში სწავლობდა ტრანსმედია არტის სამაგისტრო პროგრამაზე.
მისი საქმიანობა ჯეპრაში მოიცავს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების საფირმო სტილის შექმნას.

მათ შორისაა: თბილისის პიარსკოლა, კომპანია ედრესი, არდი ჯგუფი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, BTL.ge, ობოობა, ტრენინგ ცენტრი ბესტი, სამშენებლო კომპანია სონნეტი.

როგორც გრაფიკოს-დიზაინერს უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: HSBC ბანკი-საქართველოს, კომპანია ნატახტარის, DPA საქართველოს, უნიქარდის ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიები. ასევე ქათმისა და ღორის გრიპის პრევენციის, ორგანოთა დონაციის, კარიერების ბიომრავალფეროვნების ხელშემწყობი, პირადი ჰიგიენის მხარდამჭერი ქცევის პროპაგანდის, კვების უვნებლობისა და ცოფის პრევენციის, მაიკროსოფტის ლიცენზირებული პროდუქციის გაყიდევბის ხელშეწყობის საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიები.



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge