გუნდი



მაია ტაკაშვილი 2004 წლიდან საქმიანობს ჯეპრაში.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი  კომერციისა და მარკეტინგის მიმართულებით.

მისი გამოცდილება კომპანიაში მოსვლამდე -  მუშაობდა სხვადასხვა ბეჭვდით გამოცემებში ჟურნალისტ-კორეპონდენტად ეკონომიკის მიმართულებით.

2005  წლიდან არის  ჯეპრას მედია კონსულტანტი.

მისი საკონსულტაციო საქმიანობა ჯეპრაში მოიცავს სხვადასხვა პროექტებისთვის მედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს საიმიჯო სტატიების მომზადებას, კომპანიისთვის აქტუალური ნიუსების მედიაში გავრცელებასა და გამოქვეყნებას, მედია ტურებისა და მედია კონკრუსების უზრუნველყოფას,  ასევე მედიამონიტორინგსა და სოციალური მედია კამპანიის წარმოებას.

მონაწილეობდა ნატახტარის, DPA საქართველოს, ჰოფმან ლა-როში, უნიქარდის, თიბისი ბანკის, არსის, ბორჯომისა და 30–ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიებში, ასევე  პირადი ჰიგიენის მხარდამჭერი ქცევის პროპაგანდის, კვების უვნებლობისა და ცოფის პრევენციის საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიებსა და კოლხეთის ეროვნული პარკის საინფორმაციო კამპანიაში მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით.

ხელმძღვანელობდა, ასევე, ჩანართს გაზეთ 24 საათში „რეალური კაპიტალი“, რომელიც მომხმარებელს ყოველკვირეულად აწვდიდა  ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და სიახლეებს.



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge