გუნდი



ქეთევან გალუმაშვილი 2007 წლიდან მუშაობს კომპანია ჯეპრაში ბითიელის მიმართულებით, არის მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო BTL.Ge-ს აღმასრულებელი მენეჯერი.

ქეთევანს დამთავრებული აქვს თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალობით. 2009 წელს სწავლობდა გაუ პიარსკოლაში და დიპლომთან ერთად მიიღო სარეკომენდაციო წერილი.

გავლილი აქვს ეფექტური კომუნიკაციებისა და სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგების კურსი და მიენიჭა ტრენერის წოდება. აქვს 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციებზე: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, ხარისხის მართვის მენეჯერი, უფროსი სოციალური აგენტი, ლიცენზირების და აკრედიტაციის სამმართველოს ექსპერტი, კადრების შერჩევის მენეჯერი და ა.შ. პოზიციებზე.

მისი ხელმძღვანელობით ჯეპრა მოემსახურა 100-მდე კომპანიას და დაგეგმილი და განხორციელებული აქვს მრავალი საკურიერო, პრომოუშენ თუ სარეკლამო კამპანია.

2011 წლიდან უზრუნველყოფს კომპანია "ნატახტარის" ლიმონათისა და ლუდის ტურების ორგანიზება-ჩატარებას.

მის საყვარელ და ერთგულ კლიენტებს შორის არიან "ნატახტარი", "მაიკროსოფტ საქართველო", "თიბისი ბანკი", "ქარვასლა", "საერთაშორისო კორპორაცია აი სი არი".
 



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge