გუნდი



თინათინ სამყურაშვილი 2009 წლიდან საქმიანობს ჯეპრაში.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის მიმართულებით. 2008 წელს გაიარა გაუ თბილისის პიარ სკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი.

2009 წლიდან არის პიარ სკოლის მენეჯერი.

მისი მენეჯერობის პერიოდში დაინერგა 4 ახალი კურსი, მოწვეულ იქნა ახალი პრაქტიკოსი ლექტორები, შეიქმნა პიარ სკოლისთვის სოციალური მედიის პლატფორმა, ჩამოყალიბდა თბილისის პიარ კლუბი.

თინათინის საკონსულტაციო საქმიანობა ჯეპრაში მოიცავს სხვადასხვა პროექტებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგვასა და რეალიზაციას, რიგ შემთხვევებში ივენთ–მენეჯმენტს, მედიამონიტორინგსა და სოციალური მედია კამპანიის წარმოებას.

მისი სამუშაო გამოცდილებიდან აღსანიშნავია შემდეგი აქტივობები:
2010 წელი – პროექტი "მარკეტინგული კატალოგი" – 4p - მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განვითარება.
2011 წელი – ჰაიდელბერგცემენტის საერთასორისო პროექტის – Quarry Life Award - საკომუნიკაციო კამპანიის მენეჯმენტი, რომლის ხელშეწყობით სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით საქართველომ 18 ქვეყნიდან საუკეთესო შედეგები აჩვენა.



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge