გუნდი



ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერი. კომპანიაში მუშაობს 2009 წლიდან. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით (ბაკალავრი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) ამავე სპეციალობით (მაგისტრი).
2010 წელს გაუ-თბილისის პიარსკოლაში გაიარა პიარის კურსები, ხოლო 2011 წელს - Government 2.0.

2008 წლიდან ზურა ბალანჩივაძე აქტიური ბლოგერია, რომლის დახმარებითაც იგი საფუძვლიანად დაეუფლა სოციალური მედიის ცოდნას. კომპანია ჯეპრაში მუშაობისას სხვადასხვა სახით მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა სოციალური მედიის პროექტებსა და აქტივობებში:
2009 - 2010 წ. - პიარსკოლის ბლოგის თანაავტორი,
2010 - 2011 წ. - ვებ გვერდების Car Blog-ისა და 4P-ის რედაქტორობა,2011 წ. მაისი - იურიდიული ფირმა "ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგის" სოციალური მედიის მენეჯერი,
2011 წ. ივლისი-აგვისტო - პროექტ "არა ფალსიფიკაციას" ბლოგერი და ვიდეოგამოძიების ავტორი,
2011-2012 წ. ოქტომბრიდან დღემდე - საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) კომპანია DPA-ს სოციალური მედიის მენეჯერი,
2011 წ. აგვისტოდან დღემდე - ლუდსახარში კომპანია "ნატახტარის" ბრენდების - „მთიელის“, “Efes Pilsner”-ისა და “Kaiser”-ის სოციალური მედიის მენეჯერი. 
2013-2014 წლებში კომპანია "HeidelbergCement"-ის პროექტ "თბილისიმარათონის" სოციალური მედიის მენეჯერი.

სამსახურებრივი აქტივობების გარდა ზურა დაინტერესებულია ხატვითა და ვოკალური მუსიკით. მუშაობს ნაწარმოებების ილუსტრაციებზე, პერიოდულად აწყობს პერსონალურ გამოფენებს. 2013 წელს მონაწილეობდა რუსთვი 2-ის შოუ „ნიჭიერში“, რომლის ფინალისტი და ტელეკომპანიის ფავორიტი გახდა. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო რუსთავი 2-ის შოუ  „ბრავოში“.



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge