გუნდი



ეკატერინე ჟვანია 2013 წლის აპრილიდან კომპანია ჯეპრაში აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

ეკატერინეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომერცია-მარკეტინგის ფაკულტეტი, სპეციალობით ტურიზმის კომერსანტ-მარკეტოლოგი. გავლილი აქვს პიარ სკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებისა და Government 2.0 კურსები, ასევე ტრეინინგები მენეჯმენტში, ზოგადი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარების წარმოებაში, დროის მართვაში, მარკეტინგში და სხვა.

მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციებზე: კონსულტანტი, შესყიდვების მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ.
2009-2013 წლებში "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში" მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

მისი ხელმძღვანელობით მარკეტინგისა და ინოვაციების განხრით სააგენტოში განხორციელდა მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტები, როგორიცაა სახელმწიფო გაყიდვების პორტალი “eauction.ge” და კომპანიის რესურსების მართვა “ERP”.



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge