გუნდი



თამარი ფლობს PMP (Project Management Proffessional, # 1673767) ხარისხს Project Management Institute-სგან და პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და ESI-სგან. 1999 წელს დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.

თამარს აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის ხანგრძილივი გამოცდილება. ის წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს საბანკო სექტორსა (სს "საქართველოს ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი") და აქტივების მართვის სფეროში ("აბბი ასეტ მენეჯმენტი", "რედიქსი"), ასევე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საგამოძიებო სამსახურში. 

თამარს აქვს პროექტების მართვის დიდი გამოცდილება როგორც  ქართველ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად. განხორციელებული აქვს მრავალი წარმატებული პროექტი, აქტივების მართვისა და საფინანსო სფეროში, სახელმწიფო მმართველობის განვითარებისა თუ ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, ასევე,  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.


 



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge