გუნდი



2014 წლის 1 ივნისიდან კომპანია „ჯეპრაში“ უფროს კონსულტანტად და პროექტების მენეჯერად დაინიშნა.
ნინოს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ლიტერატურული ურთიერთობების და მხატვრული თარგმანის სპეციალობით. 2012 წელს მან განათლება მიიღო ასევე ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტში და ფლობს პრაქტიკოსი მარკეტოლოგის ორმაგ დიპლომს: NIMA  - A level (Netherlands Institute of Marketing) და EMSQ (European Marketing Confederation).  მას გერმანიაში აქვს გავლილი სხვადასხვა ტრენინგი, როგორც კომუნიკაციებში, ინვესტორებთან ურთიერთობებში, მარკეტინგში, ვებ - მასტერინგში და SharePoint სისტემაში, ასევე ბიომრავალფეროვნების მართვაში და მდგრად განვითარებაში.
2001 წლიდან მოყოლებული, ნინო მუშაობდა, როგორც კვლევით და საკონსულტაციო, ასევე არასამთავრობო და ბიზნეს სექტორში პროექტების მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით.  მისი კარიერული განვითარება მარკეტინგსა და PR- ში  დაიწყო   „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში“ , კომპანია IPM - ში.  2007 წლიდან ნინო მუშაობდა „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე, რაც მოიცავდა კომპანიის ბიზნეს ხაზებში გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებას. გარდა ადგილობრივი პროექტებისა, ნინო საქართველოში ნერგავდა და ახორციელებდა „ჰაიდელბერგცემენტ“ ჯგუფის მიმდინარე პროექტებს მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვის, კორპორატიული პოლიტიკის, საინფორმაციო პოლიტიკის, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.   „ჰაიდელბერგცემენტში“ მისი 7 წლიანი მუშაობის დროს განხორციელდა მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი: კომპანიის ბაზარზე შემოსვლის  საინფორმაციო კამპანია და ბრენდინგი, ვებ - გვერდისა და ინტრანეტის პლატფორმის და კონტენტის შექმნა, გაყიდვების სტიმულირების კამპანიები, და ა.შ.  ნინო სუბელიანის უშუალო ხელმძღვანელიბით განხორციელდა საქართველოში პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი - „თბილისიმარათონი“ და  ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსი  “The Quarry Life Award”, რომელიც ეფექტური კამპანიის შედეგად ჯგუფის მასშტაბით საზოგადოების ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა.



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge