გუნდი



თეონა ხმელევსკი 2013 წლიდან მუშაობს კომპანია ჯეპრაში.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟუნალისტიკის მიმართულებით.

თეონა მუშაობდა სხვადასხვა მედია საშუალებაში ჟურნალისტისა და წამყვანის პოზიციაზე. ასევე, სხვადასხვა კერძო ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ჯეპრაში ის ჩართულია სხვადასხვა პროექტში. თეონას საკონსულტაციო საქმიანობა ჯეპრაში მოიცავს საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე, კამპანიების ფარგლებში ივენთების ორგანიზებას.

მისი სამუშაო გამოცდილებიდან აღსანიშნავია შემდეგი პროექტები:
2013 წელი: Anadolu Medical Center - ექიმების კონფერენციის ორგანიზება
2013 წელი: Gebruder Weiss - საქართველოში პირველი ლოგისტიკური ჰაბის გრანდიოზული გახსნის ცერემონიის ორგანიზება
2014 წელი: Wings for Life World Run 2014 - მსოფლიო რბენის ორგანიზებისათვის სპონსორების მოძიება, მონაწილეების რაოდენობის გაზრდა და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულობა.
2014 წელი - Huawei Honor 6 ტელეფონის ქართულ ბაზარზე წარდგენის ღონისძიების ორგანიზება
2014 წელი - ბრენდ “თამადასთვის” საკომუნიკაციო კამპანიის მომზადება და ღონისძიების ორგანიზება ფრანგი სომელიეს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge