გუნდი



2014 წლიდან კომპანია ჯეპრას შემოუერთდა.
მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია.
2010-2014 წლებში, ხათუნა მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის - ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. იყო სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი.
ამავე პერიოდში იყო  საიდუმლო საქმეთა შენახვის ვადების განმსაზღვრელი კომისიის თავმჯდომარე, სამსახურის სატენდერო კომისიის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კურატორი, სამსახურის ღონისძიებების ხელმძღვანელი, საქმისწარმოებისა და ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს კურატორი. სამსახურის შიდა და გარე სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი.
2010-2013 წლებში განათლების სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად კურირებდა ბავშვთა სახლებიდან წვევამდელების ჩარიცხვას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge