წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფორმირების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტრენინგები დაიწყო
26 მაისი 2023
ჯეპრას ექსპერტები ადგილობრივ ფერმერებს აცნობენ ირიგაციის მეთოდებს, საირიგაციო სისტემების გამოყენებას და წყალმომხმარებე...
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფორმირების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტრენინგები დაიწყო

26 მაისი 2023
Copy to clipboard

 

ჯეპრას ექსპერტები ადგილობრივ ფერმერებს აცნობენ ირიგაციის მეთოდებს, საირიგაციო სისტემების გამოყენებას და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ჩამოყალიბების უპირატესობებს განახლებული ინფრასტრუქტურის პირობებში.
 
პროექტი მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე
16 მაისი 2023
16-17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 21 კარდიოლოგიური კლინიკა ერთ სივრცეში გაერთიანდა. 2 დღის განმავლ...
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე

16 მაისი 2023
Copy to clipboard

 

16-17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 21 კარდიოლოგიური კლინიკა ერთ სივრცეში გაერთიანდა. 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის წამყვანი ექიმების მომსახურებით სრულიად უსასყიდლოდ 1200-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.
 
მოხარულები ვართ, რომ კომპანია "სერვიესთან" ერთად ვიყავით მასშტაბური უფასო სკრინინგის ორგანიზებაში ჩართულები და ჩვენი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის, ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და დაავადების კონტროლის აუცილებლობის ახსნაში.

ჰიპერტენზია, ანუ მომატებული არტერიული წნევა, კარდიო-ვასკულური სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში. შესაბამისად, მომატებული არტერიული წნევის ეფექტური მართვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო საზოგადოებისათვის.
 
ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულის და თირკმლის უკმარისობის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას.
USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეგიონული კონფერენცია თემაზე “„მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში“
04 მაისი 2023
3 და 4 მაისს ბათუმში USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეგიო...
USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეგიონული კონფერენცია თემაზე “„მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში“

04 მაისი 2023
Copy to clipboard

 

3 და 4 მაისს ბათუმში USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეგიონული კონფერენცია თემაზე “„მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში“
 
შეხვედრას პროგრამის წარმომადგენლები, საკონსულტაციო კომპანიები და პროგრამის ბენეფიციარები დაესწრნენ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, ინსტიტუციური განვითარების სირთულეებზე, გამოწვევების დაძლევის გზებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ ახალ მიდგომებზე. გაიმართა ექსპერტთა პანელური დისკუსიებიც.
 
ჯეპრას კონსულტანტებმა ასოციაცია "ორგანიკ ჯორჯიას" საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა რებრენდინგი, ასევე მომზადდა ასოციაციის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ჯეპრამ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო – ინტერვიუ ანნა ლაცაბიძესთან
03 მაისი 2023
ანნა ლაცაბიძე ჯეპრას გუნდს შემოუერთდა და ადამიანური რესურსების მიმართულებას გაუძღვება. ინტერვიუში ვსაუბრობთ მისი გეგმები...
ჯეპრამ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო – ინტერვიუ ანნა ლაცაბიძესთან

03 მაისი 2023
Copy to clipboard

 

ანნა ლაცაბიძე ჯეპრას გუნდს შემოუერთდა და ადამიანური რესურსების მიმართულებას გაუძღვება. ინტერვიუში ვსაუბრობთ მისი გეგმების, მიზნებისა და გამოწვევების  შესახებ.

რა არის HR სფეროს ყველაზე დიდი გამოწვევები და რა არის საჭირო ამ გამოწვევების საპასუხოდ?

ნებისმიერი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია ტალანტების მოძიებისა და შემდგომში უკვე – მათი შენარჩუნების პროცესი. ყველაზე ხშირად სწორედ ამ ორი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, რასაც, აუცილებელია, რომ წარმატებულად გავართვათ თავი ორგანიზაციის კეთილდღეობიდან გამომდინარე. ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ტალანტების შენარჩუნების პროცესი, რადგან მიმაჩნია რომ ასეთი ადამიანების ძალისხმევით სუნთქავს ორგანიზაცია და მათ სათანადო დაფასება, სამუშაო პირობები/გარემო სჭირდებათ. ამ ყველაფერის შექმნა-განვითარებაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს ორგანიზაციის მენეჯმენტსა და HR-ს. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის ყველა წევრი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებოდეს, რაც ერთმნიშვნელოვნად გაზრდის გამოწვევების დაძლევის ალბათობას.

როგორ ფიქრობ რა არის ახლა HR სფეროს ძირითადი ტრენდები და შენი აზრით რომელია რელევანტური ჯეპრასთვის?

ორგანიზაციული კულტურა, ტალანტების შენარჩუნების მენეჯმენტი, თანამშრომელთათვის თვითმომსახურების პორტალი, გადინების მართვა, ყოველდღიური მარტივი ამოცანების ავტომატიზება – ჩემთვის ეს წარმოადგენს HR სფეროს ძირითად ტენდენციებს. ვფიქრობ, ჯეპრაში მაქსიმალურად ფასდება ადამიანის პროფესიული თუ პიროვნული ღირებულებები ხელმძღვანელობის მხრიდან. ამ ეტაპზე გუნდის ზრდისა და არსებული ცოდნის გაზიარების პროცესშია ჩართული ორგანიზაციის თითქმის ყველა თანამშრომელი, რასაც ძირითადად განაპირობებს მათი პასუხისმგებლობის გრძნობა და თავიანთი საქმის სიყვარული. ორგანიზაციული კულტურის ერთ-ერთი გამოვლინებაა მათი ასეთი მაღალი ჩართულობა ცოდნის გაზიარების პროცესში და მიმაჩნია, რომ ეს გუნდური შემართება კიდევ უფრო დიდი მიზნების განხორციელების მყარი საფუძველი იქნება.

როგორ გეგმავ კომპანიის თანამშრომლების საჭიროებებისა და მოლოდინების დაბალანსებას HR პოლიტიკის გათვალისწინებით?

თანამშრომელთა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის საჭიროებისა და მოლოდინების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვთვლი რომ აუცილებელია რეალური მოლოდინების შექმნა და გარკვეული საკითხების გადაწყვეტა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მნიშვნელოვანია ნათლად იყოს განსაზღვრული თითოეული თანამშრომლის როლი კომპანიის შიგნით, რათა განხორციელდეს მიზანმიმართული აქტივობები ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე.

რას ნიშნავს შენთვის შენი პროფესია და რას ფიქრობ როგორ და რა კუთხით განვითარდება მომავალ წლებში?

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვთქვა, ჩემთვის ყველაზე ადამიანური პროფესიაა, რომელიც სიახლის ძიებისა და ათვისების უწყვეტ პროცესთან ასოცირდება. სამუშაო გარემო რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს თანამშრომლისთვის, ყოველთვის იარსებებს სტრესის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორი, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურ ამოცანებთან ერთად უჭირთ თანამშრომლებს. HR-ი კი ის ადამიანია, რომელიც აღნიშნულ სტრესორებთან გამკლავებაში ეხმარება თანამშრომლებს და მათთვის განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესის შექმნას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს HR სფეროს მხოლოდ მცირედი ნაწილია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამშრომელმა სამსახურში თავი ღირებულ ადამიანად იგრძნოს და არა დაქირავებულ პერსონალად. ამ ყველაფრის გაცნობიერება და განხორციელება სასიამოვნო პროცესია ჩემთვის და სამომავლო გეგმებიც HR-ის მიმართულებით ცოდნის გაფართოებას და საუკეთესო პრაქტიკების ჩვენს რეალობაში დანერგვას უკავშირდება.

ჰემოფილიის საერთაშორისო დღე
22 აპრილი 2023
22 აპრილს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ჰემო...
ჰემოფილიის საერთაშორისო დღე

22 აპრილი 2023
Copy to clipboard

 

22 აპრილს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს ექიმმა ჰემატოლოგებმა, ექსპერტებმა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა.
 
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას, ჰემოფილიის სახელმწიფო პროგრამის გაფართოებასა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაფინანსების ყოველწლიურად გაზრდას, რათა მეტ პაციენტს ჰქონდეს პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა.
 
ჯეპრა 2019 წლიდან დღემდე ახორციელებს ჰემოფილიის საინფორმაციო კამპანიას “ცხოვრება სისხლდენის გარეშე”, რომლის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების მხრიდან მაღალი ჩართულობის გამოწვევა, სახელმწიფოს მხარდაჭერა და პაციენტების მკურნალობის დაფინანსება. შედეგად, დღეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფინანსდებათ პროფილაქტიკური მკურნალობა.
HICD-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21 აპრილი 2023
21 აპრილს ჯეპრას კონსულტანტების მონაწილეობით გაიმართა USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების...
HICD-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21 აპრილი 2023
Copy to clipboard

 

21 აპრილს ჯეპრას კონსულტანტების მონაწილეობით გაიმართა USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ფარგლებში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციის სამუშაო შეხვედრა.
 
რეგიონული კონფერენცია - მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში - HICD-ს ინიციატივით 3-4 მაისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო რედისონში, ჩატარდება.
კონფერენციაზე გაიმართება კონკრეტული ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების პროცესებისა და შედეგების პრეზენტაცია.
 
ასევე, შედგება პანელური დისკუსია თემაზე: ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და ახალი მიდგომები. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეები, მენტორებთან ერთად, ორგანიზაციულ პრაქტიკას განიხილავენ და სამუშაოს გაუმჯობესების სფეროებზე იმსჯელებენ, შემდეგი თემატური მიმართულებებით: ადამიანური რესურსების მართვა სტრატეგიული კომუნიკაციები ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია ფონდების მოძიება და ფინანსური მართვა.
ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 27 აპრილს B2B ფორუმი გაიმართება
05 აპრილი 2023
ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 27 აპრილს B2B ფორუმი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის ...
ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 27 აპრილს B2B ფორუმი გაიმართება

05 აპრილი 2023
Copy to clipboard

 

ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 27 აპრილს B2B ფორუმი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეები 5 განსხვავებული სექტორიდან:
 
ტურიზმი:
სათავგადასავლო, გასტრონომიული, კულტურული, გამაჯანსაღებელი
 
მსუბუქი მრეწველობა:
სამშენებლო მასალები, ავეჯი და დიზაინი, სათამაშოები, შესაფუთი მასალები, ნარჩენების გადამუშავება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE)
 
ინტელექტუალური მომსახურება:
ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO), E-commerce, ICT
 
კრეატიული ინდუსტრიები:
კინო წარმოება (Production) წარმოების შემდგომი პერიოდი (Post-Production), არტიზანული წარმოება
 
ნარჩენების მართვა:
მყარი ნარჩენები
 
ყველა მწარმოებელს ექნება საკუთარი სივრცე შეხვედრების ორგანიზებისა და პროდუქციის წარმოჩენისთვის, მყიდველები კი შეძლებენ ახალი თანამშრომლობის დამყარებასა და პროდუქტის/სერვისის შეძენას.
 
B2B ფორუმს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი • Bank of Georgia, USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ჯეპრა • Gepra და Kudos Georgia
 
დარეგისტრირდით B2B ფორუმზე: https://go.bog.ge/b2bforum
🔗ღონისძიების ბმული: https://fb.me/e/2sK8lkkKL
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, გამგეობასთან ერთად სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა გამართა
05 აპრილი 2023
შეხვედრაზე გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ადგილობრივი ქსელების საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს გაეროს გლობალ...
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, გამგეობასთან ერთად სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა გამართა

05 აპრილი 2023
Copy to clipboard

 

შეხვედრაზე გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ადგილობრივი ქსელების საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სტრატეგია და პროექტები. ასევე, იმსჯელეს წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.
 
სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (CSEP) მხარდაჭერით გაიმართა.  "ჯეპრას" აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ჟვანია 2022 წლის დეკემბრიდან გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრია.
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ჯეპრას კონსულტანტებს შორის შეხვედრა გაიმართა
04 აპრილი 2023
7 აპრილს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ჯეპრას კონსულტანტებს შორის შეხვედრა გაიმართა.   USA...
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ჯეპრას კონსულტანტებს შორის შეხვედრა გაიმართა

04 აპრილი 2023
Copy to clipboard

 

7 აპრილს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ჯეპრას კონსულტანტებს შორის შეხვედრა გაიმართა.
 
USAID-ის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში ჯეპრამ ახალციხის ციხის საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა შეიმუშავა. შეხვედრაზე შეჯამდა პროექტის პირველი ეტაპი და განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მოეწყო
28 მარტი 2023
28 თებერვალს - იშვიათი დაავადების მსოფლიო დღე აღინიშნება.   ამ დღეს, მსოფლიო უამრავი აქტივობით ეხმაურება და ტრადიციუ...
იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მოეწყო

28 მარტი 2023
Copy to clipboard

 

28 თებერვალს - იშვიათი დაავადების მსოფლიო დღე აღინიშნება.
 
ამ დღეს, მსოფლიო უამრავი აქტივობით ეხმაურება და ტრადიციულად, უკვე მე-14 წელია მსოფლიოს საქართველოც უერთდება.
 
ღონისძიებას დაესწრნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრებეს იშვიათი დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებზე. ასევე, განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა, მართვის საკითხები, რა გაკეთდა, რას ველით და ა.შ
 
მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, ეს დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს. მათი 70% ვლინდება ბავშვთა ასაკში, დღეისათვის აღწერილია 7000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება.
 
ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობებს და წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე.