შეხვედრის ფარგლებში მოხდა არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობის ახალი სტანდარტების და ახალი მიდგომების გაცნობა, დაავადების მკურნალობაში ინოვაციური მედიკამენტების როლისა და ახალი კლინიკური შემთხვევების განხილვა.
კამპანიის მიზანი უსაფრთხო სექსისა და კონდომის, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. წელს ეს დღე აღინიშნა სლოგანით “ყოველთვის მოდაშია”.
ყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს, მსოფლიოში იშვიათი დაავადებების დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ სირთულეების შესახებ, რომელთან გამკლავებაც იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებს ყოველდღიურად უწევთ.
გლობალურ მოძრაობას, ყოველწლიურად, 100-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. ისინი საკუთარ მხარდაჭერას, კამპანიის Light Up for Rare ფარგლებში, ქალაქის მონუმენტის განათებით გამოხატავენ. 28 თებერვალს, თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების დღის ფერებში განათდა
USAID Georgia HICD Activity -ის აქტიური მუშაობა გრძელდება ახალციხის (რაბათის) ციხის კომუნიკაციის და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში. ექსპერტებმა, რაბათის კომპლექსში გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს ,,ახალციხის ციხის“ გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგია და მისი ეფექტიანად განხორციელების სამოქმედო გეგმა.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women Georgia-ს და ჯეპრას შორის თანამშრომლობით, სამეგრელოში, კერძოდ წალენჯიხასა და ზუგდიდში ჯეპრას კონსულტანტებმა მერძევე ქალებს ტრენინგი “ ბრენდინგი და კომუნიკაცია” ჩაუტარეს, რომელსაც ჯამში 75 მერძევე ქალი დაესწრო.
F&B-ის სფეროში მოქმედ კომპანიასთან თანამშრომლობის პერიოდში, ეს უკვე მეორე სტრატეგიული შეხვედრაა, სადაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლობითი ჯგუფები მონაწილეობენ.