„ჰიბრიდული ომი“ – ასე მოვიხსენიებთ კონფლიქტის იმ ფორმას, რომლის დროსაც დაპირისპირებული მხარეები, სამხედრო ძალებით, ეკონომიკური ბერკეტებით, ეფექტური კომუნიკაციით თუ სხვა საშუალებებით ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას. ამჯერად, ეფექტურ კომუნიკაციაზე ვისაუბრებ – საინფორმაციო ომზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონვენციური დაპირისპირების პარალელურად, მთელი მსოფლიოს გარშემო ინტენსიურად მიმდინარეობს. საინფორმაციო ომის მონაწილე კი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, ვინც ნებსით თუ უნებლიედ ავრცელებს ამა თუ იმ ინფორმაციას. რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ უკრაინის მხრიდან ინფორმაციის ეფექტურ გავრცელებას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით.