ძველი ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტების წარდგენა ეროვნულ არქივში გაიმართა

საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ანბანის სამი სახეობის შრიფტის – „ანბანდიდის“, „გრაგნილის“ და „მედეას“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 30 ნოემბერს გაიმართა. პავილიონში გამოფენილი იყო არქივში დაცული ის ძეგლები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა აღნიშნული შრიფტები.

ხელნაწერი შრიფტების გალერეა

ხელნაწერი შრიფტების გალერეა

ხელნაწერი შრიფტების გალერეა ჯეპრას სპეციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი საზოგადო მოღვაწეთა შრიფტების გაციფრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული დამწერლობის განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქართული კულტურის თუ მისი წარმომადგენლების შესახებ ცნობადობის გაზრდას.

პროექტის სანახავად მიჰყევით ბმულს  gepra.ge/fonts

ჯეპრამ, ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან ერთად, სამი ახალი შრიფტს შექმნა

ქართული ანბანის სამი სახეობა – რუსუდან უსტიაშვილი შრიფტების შესახებ

საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 82-ე წელს ჯეპრამ დავით მაისურაძესთან ერთად უნიკალური შრიფტი წარადგინა

2021 წლის 26 მაისს მერაბ კოსტავას 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა მისი შრიფტი. მისი შრიფტის შექმნაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა, ხოლო ხელნაწერები საქართველოს ეროვნულმა არქივმა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მოგვაწოდა.

გადმოსაწერად გადადით ბმულზე: gepra.ge/fonts

მერაბ კოსტავას უნიკალური შრიფტის შესახებ

ჯეპრამ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შექმნილი ზვიად გამსახურდიას ხელნაწერი შრიფტი წარადგინა

2021 წლის 31 მარტს კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას შრიფტი შეიქმნა მისი დაბადების 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ზვიადის შრიფტს საფუძვლად დაედო რობერტ პეტრიაშვილის პირად კოლექციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებული ხელნაწერები.

გადმოსაწერად გადადით ბმულზე: gepra.ge/fonts

რუსკა უსტიაშვილი ზვიად გამსახურდიას ხელნაწერი შრიფტის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრას ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრას ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად

ჰაკათონის მიზანი იყო XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნა, რომელთან საუბრისას ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა თითქოს ნიკო თავად უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად გამართული ჰაკათონის გამარჯვებულები

პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ ქუთაისის სკოლა „პროგრესის“ XI კლასის მოსწავლეების გუნდი „UნიკოRNI“. გუნდის წევრებმა იოანე იობიძემ და ლაშა გულუაშვილმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 2500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის.

მეორე ადგილზე გავიდა ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეების გუნდი „Nik.co“. გუნდის წევრებმა თეკლა დუნდუამ, დავით ჩიქობავამ და გიორგი ალანიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაში სტაჟირებისთვის.

მესამე ადგილზე გავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი „ტვი’ნიკო“. გუნდის წევრებმა  ნინო ჯინჯიხაძემ, ბარბარე ჭილაშვილმა და ანა ფიცხელაურმა ნიკო ნიკოლაძის  სახელობის 1000 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის. საკონკურსო ადგილის მოპოვებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის წევრები დამატებით 1000-ლარიანი დაფინანსებით დააჯილდოვა.

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შექმნისთვის ჯამური საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა

გაესაუბრეთ ჰაკათონში გამარჯვებული გუნდების მიერ შექმნილ ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტებს:

გაესაუბრეთ ჰაკათონში გამარჯვებული გუნდების მიერ შექმნილ ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტებს:

⏹ UᲜიკოRNI: https://bit.ly/386XTo8
⏹ ტვი’ნიკო: https://bit.ly/3bbD8tb
ჯეპრა ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში

ჯეპრა ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში

რატომ ავიცრები?

ჯეპრა უერთდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობის ამაღლების კამპანიას. და ვპასუხობთ შეკითხვაზე „რატომ ავიცრები?“ და აცრის გაკეთების საკუთარ მოტივაციას ვუზიარებთ მოსახლეობას.

#შოვიუნდაგანვითარდეს – პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში

#შოვიუნდაგანვითარდეს – პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში

მედიატურის ფარგლებში პრეოქტის განვითარების მენჯერმა ირაკლი ფაილოძემ მედიის წარმომადგენლებს „შოვის მთის კურორტის“ პროექტი გააცნო და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება

ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლდეი ინნ თბილისში“ ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება“. შეხვედრის ფარგლებში მოხდა „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

შეხვედრის მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებს საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.