საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ანბანის სამი სახეობის შრიფტის – „ანბანდიდის“, „გრაგნილის“ და „მედეას“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 30 ნოემბერს გაიმართა. პავილიონში გამოფენილი იყო არქივში დაცული ის ძეგლები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა აღნიშნული შრიფტები.