გაფანტული სკლეროზი – ერთად ერთმანეთისთვის

31 მაისს, სასტუმრო “თბილისი რუმსში” გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ექიმი-ნევროლოგები, პაციენტები, წარმომადგენლები თბილისის მერიასა და საკრებულოდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მადლიერების გამოხატვა თბილისის მერიისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსადმი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამის წარმატებით ამოქმედებისთვის, ასევე მოხდა იმ პრობლემების განხილვა, რის გამოც რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის მკურნალობა ამ ეტაპამდე მიუწვდომელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *