პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ ქუთაისის სკოლა „პროგრესის“ XI კლასის მოსწავლეების გუნდი „UნიკოRNI“. გუნდის წევრებმა იოანე იობიძემ და ლაშა გულუაშვილმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 2500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის.
მეორე ადგილზე გავიდა ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეების გუნდი „Nik.co“. გუნდის წევრებმა თეკლა დუნდუამ, დავით ჩიქობავამ და გიორგი ალანიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაში სტაჟირებისთვის.
მესამე ადგილზე გავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი „ტვი’ნიკო“. გუნდის წევრებმა ნინო ჯინჯიხაძემ, ბარბარე ჭილაშვილმა და ანა ფიცხელაურმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1000 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის. საკონკურსო ადგილის მოპოვებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის წევრები დამატებით 1000-ლარიანი დაფინანსებით დააჯილდოვა.