გახსოვდეთ, რომ ტრანსფორმაციის განხორციელების შემდეგაც კი, კომპანიის სამუშაო არ დასრულებულა. ბიზნესის ტრანსფორმაციის გრძელვადიანი ღირებულების შესანარჩუნებლად აუცილებელია არსებითი ცვლილებების შენარჩუნება ჩვეულებრივ სტრუქტურებში, პროცესებსა და სისტემებში.
ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ საშუალოდ, ტრანსფორმაციის ღირებულების 20 % იკარგება მას შემდეგ, რაც დასახული ინიციატივები სრულად განხორციელდება. რა განასხვავებს წარმატებულ გარდაქმნებს? ჩვენმა კვლევამ დაადასტურა რწმენა, რომელსაც დიდი ხანია ვიცავდით – რომ ცვლილებების შეტანა და შენარჩუნება ჩვეულებრივ სტრუქტურებში, პროცესებში და სისტემებში აორმაგებს ტრანსფორმაციის წარმატების საერთო მაჩვენებელს.
წარმატებული ტრანსფორმაციები იზიარებს სამ პრინციპს მისი განხორციელების შემდგომი ღირებულების დაკარგვის შესამცირებლად:
- დანერგეთ ტრანსფორმაციის დისციპლინები.
ჩვენი კვლევა ვარაუდობს, რომ ტრანსფორმაციის დისციპლინების დანერგვა შეიძლება დაეხმაროს განხორციელების შემდგომი ღირებულების დაკარგვის შემცირებას ჩვეულებრივ სტრუქტურებში, პროცესებსა და სისტემებში. ფაქტობრივად, ორგანიზაციებმა, რომლებმაც განიცადეს წარმატებული ტრანსფორმაციები, უფრო სავარაუდოა, რომ არსებითი ცვლილებები შეიტანეს თავიანთ წლიურ ბიზნეს დაგეგმვის პროცესსა და განხილვის ციკლებში – აღმასრულებელი დონის ყოველკვირეული ბრიფინგებიდან და ყოველთვიური ან კვარტალური მიმოხილვებით დამთავრებული.
მაგალითად, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ განზრახ შეცვალა მათი აღმასრულებელი ხელმძღვანელობის გუნდის სამოქმედო გეგმის დასასრული(მნიშვნელოვანი ღირებულებისა და ზრდის ტრანსფორმაციის ნაწილი). ტრანსფორმაციის დისციპლინის მიღებით, გუნდმა 75 %- ით შეამცირა ერთობლივი ყოველკვირეული შეხვედრების დრო, ამავდროულად, გაზარდა ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაზე დახარჯული დროც.
- წახალისება დაინახეთ გრძელვადიან პერსპექტივაში.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ წახალისება შეიძლება ხშირად იყოს ზედმეტად ორიენტირებული იმ მიზნებზე, რომლებიც გადამწყვეტია ტრანსფორმაციის განხორციელებისთვის და არ იყოს საჭირო იმპულსების გასაგრძელებლად, მაშინ, როდესაც მუშაობის, აზროვნების და ქცევის ახალი გზების შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ეს მოიცავს ინიციატივის მქონეთა და ასევე სხვა, უფრო ფართო გუნდის წახალისებას: მაგალითად, რას ვხელმძღვანელობ მე, როგორც ინდივიდი? როგორ ვუჭერ მხარს ჩემს გუნდს? როგორ ვუჭერ მხარს ფართო ორგანიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში? და სხვა.
- ტრანსფორმაცია შეაფასეთ რეგულარულად და დახვეწეთ იგი. ტრანსფორმაცია, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთია მრავალი მიმდინარე პროექტიდან, არ იქნება ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული და არ მიიპყრობს ყურადღებას(არც რესურსებს), რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. თუ ლიდერებმა ტრანსფორმაცია, როგორც „მთავარი მოვლენა“ არ შეასრულეს და აღიარეს… ეს არის მოგზაურობა, რომელიც სცილდება მხოლოდ განხორციელებას.
პროგრესის შეფასება(ბიზნესის საზომის მიხედვით) რჩება მნიშვნელოვანი განხორციელების შემდგომაც, რათა ტრანსფორმაცია კარგად იყოს მორგებული განვითარებადი ბიზნესისა და ბაზრის ძალებთან. მიუხედავად ამისა, ლიდერები ხშირად ვერ აფასებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი სიფხიზლე, რომელიც საჭიროა განხორციელების დასრულების შემდეგაც. მკაფიო როლები და პასუხისმგებლობები მთელი მოგზაურობის განმავლობაში ხშირად არის ის, რაც განასხვავებს წარმატებულ ტრანსფორმაციას დროთა განმავლობაში(მონიტორინგისა და მისი პროგრესირების განსახილველად).
არც ერთი ქმედება არ განსაზღვრავს ტრანსფორმაციის გარდაუვალ წარმატებას. თუმცა, გარდაქმნებს შორის არის დადებითი მაჩვენებლები, რომლებიც ყველაზე მეტ მნიშვნელობას იძენს პროცესის მიმდინარეობისას. ლიდერები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ბიზნესის ცვლილებებში, პროცესებსა და სისტემებში – გარდაქმნების პრიორიტეტიზაცია რჩება მთავარ მოვლენად, ხოლო, გრძელვადიანი აზროვნების შენარჩუნებას შეუძლია მათ ორგანიზაციას მისცეს საუკეთესო შანსი ტრანსფორმაციის სრული პოტენციალის მისაღწევად.