ტრანსფორმაცია უკვე დიდი ხანია განიხილება, როგორც კორპორაციული სამყაროს წმინდა გრაალად – სანუკვარია, თუმცა რთულად მისაღწევი.
ჯონ კოტერი თავის წიგნში „Sense of urgency” წერს: “მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ნათლად ხედავენ ტრანსფორმაციის საჭიროებას, 70 პროცენტზე მეტი ვერ ან არ ხორციელდება”.
მაგრამ რამდენად ზუსტია კოტერის ეს რიცხვი? ან სად უშვებენ შეცდომებს?
სწორედ ამ საკითხით დაინტერესებულმა საკონსულტაციო კომპანიებმა Copperfield Advisory (Copperfield), Insider და Revolution Insights Group (RIG) ჩაატარეს კვლევა. აღმოჩნდა, რომ წარუმატებლობის მაჩვენებელი არა 70%, არამედ 78%-ია, რაც ტრანსფორმაციის პროცესს კიდევ უფრო მიუღწევლად წარმოგვიჩენს, თუმცა ამ შემთხვევაში ოქროს გასაღები არა ტრანსფორმაციის საჭიროების დანახვა, არამედ პროცესის სწორად მართვაა.
რა არის ტრანსფორმაცია?
სიტყვა “ტრანსფორმაცია” დღეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა ბიზნესში, მისი მნიშვნელობა კი – ინდივიდუალურია. გლობალური კომპანიების 60 აღმასრულებლის კონსულტაციით, “ტრანსფორმაცია” განისაზღვრა, როგორც ფუნდამენტური ცვლილება ორგანიზაციის ბიზნესის წარმართვაში, რომელსაც გავლენა აქვს ფინანსებზე რეპუტაციასა და დაინტერესებულ მხარეებზე. (Harvard Business review)
ჰარვარდ ბიზნეს რევიუს მკვლევარებმა RIG-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით შეადგინეს 128 გლობალური კომპანიის სია, რომლებმაც 2016 და 2020 წლებში განიცადეს ტრანსფორმაცია. 128 კომპანიიდან მხოლოდ 28-მა (ანუ 22%) წარმატებით შეძლო ტრანსფორმაცია როგორც ფინანსური, ისე რეპუტაციული თვალსაზრისით, დანარჩენი კი – მხოლოდ ფინანსური მარჩვენებლით. შემდეგი ნაბიჯი ამ 28 ორგანიზაციის უფრო ახლოდან დათვალიერება და განმასხვავებელი თვისებების იყო. მკლევარების შთაგონების წყარო არც მეტი და არც ნაკლები დარვინის ევოლოციური თეორია აღმოჩნდა.
აღმოჩნდა, კორპორაციებს, ისევე როგორც ბიოლოგიურ ორგანიზმებს, ასევე უწევთ ადაპტირება კონკურენტულ გარემოსთან.მკვლევრებმა იხელმძღვანელეს ევოლუციური ბიოლოგიის პრინციპებით და შეიმუშავეს ინსტრუმენტი იმის გასაგებად, თუ რომელი ატრიბუტის კომბინაციებს აჰყავთ წარმატებუი კომპანიები კონკურენციის მწვერვალზე.
128 კომპანიის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა 66 კორპორატიული ატრიბუტი, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს ინოვაციებიდან და ენერგოეფექტურობით დაწყებული, მომხმარებლისა და ბაზრის თავისებურებით დამთავრებული. 28 ყველაზე წარმატებული ტრანსფორმატორის დაკვირვებით კი გამოავლინეს ხუთი ატრიბუტი, რომელიც უკავშირდება DE&I პრინციპებს (მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია), ესენია:
თანამშრომელთა მაღალი ანაზღაურება;
თანამშრომელთა კმაყოფილება;
მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა;
ქალი მენეჯერები;
დასაქმებულ ქალთა დიდ რაოდენობა.
ხალხი წარმატებული ტრანსფორმაციის კატალიზატორია!
დასკვნების შედეგები ნათელია: კომპანიების წარმატება გარანტირებულია, თუ ისინი ტრანსფორმაციის დროს კონცენტრირდებიან თავიანთ თანამშრომბლებზე. უფრო მეტიც, თანამშრომლების ჩართულობის ხარისხი განსაზღვრავს ტრანსფორმაციის წარმატების დონესაც. კომპანიები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომელთა ჩართულობას, შედარებით მარტივად აღწევენ ტრანსფორმაციულ წარმატებას, რაც ძლიერი რეპუტაციითა და მეტი ფინანსური შემოსავლით გვირგვინდება.