ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს შექმნან და დახვეწონ ბიზნეს მოდელები მდგრადი მიზნების მისაღწევად და ბაზრის ცვალებად დინამიკასთან ადაპტირებისთვის.
ჩვენი ექსპერტები მჭიდროდ ითანამშრომლობენ თქვენს გუნდთან, რათა გააანალიზონ ამჟამინდელი ბიზნეს მოდელი, გამოავლინონ ხარვეზები და შესაძლებლობები, შედეგად განავითარონ ძლიერი და ინოვაციური მოდელი, რომელიც შეესაბამება თქვენს სტრატეგიულ მიზნებს.
ბიზნესმოდელი გვიჩვენებს, რა პრინციპით ქმნის, აწვდის და მოიპოვებს ღირებულებას ორგანიზაცია. ბიზნესმოდელის ანალიზისთვის ან შესაქმნელად ჩვენ ვიყენებთ ბიზნეს მოდელის ტილოს. ბიზნეს მოდელის ტილო არის უნივერსალური ენა, რომელიც გვეხმარება, აღვწეროთ, ვიზუალურად გამოვსახოთ, შევაფასოთ და გარვდაქმნათ ბიზნესმოდელები.
ის შედგება 9 სტრუქტურული კომპონენტისგან:
- მომხმარებელთა სეგმენტები
- ფასეული შეთავაზება
- არხები
- ურთიერთობა მომხმარებელთან
- შემოსავლის წყაროები
- ძირითადი რესურსი
- ძირითადი საქმიანობა
- ძირითადი პარტნიორები
- ხარჯების სტრუქტურა
როგორ გეხმარებათ ბიზნეს მოდელის განვითარება:

ტილოს ცხრა კომპონენტი საშუალებას გვაძლევს საფუძვლიანად შევისწავლოთ ბიზნესის ყველა არსებითი ასპექტი;

მომხმარებელთა სეგმენტებზე, მათ საჭიროებებსა და ბიზნესის უპირატესობებზე ფოკუსირებით, ჩვენ ვქმნით და ვაუმჯობესებთ უნიკალურ ღირებულებას;

ბიზნესმოდელის ერთობლივი შემუშავება ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და საშუალებას აძლევს თქვენს ბიზნესს მოერგოს ცვალებად საბაზრო პირობებს.

ამ ხელსაწყოს გამოყენებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ გააძლიერონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ოპტიმიზაცია გაუწიონ ოპერაციებს და შექმნან მდგრადი კონკურენტული უპირატესობები.