ჩვენთან მუშაობის უპირატესობები

კარიერული განვითარება
ჯეპრაში კარიერული განვითარების გზა კომპეტენციის მოდელს ეყრდნობა. ჩვენი თანამშრომლები კომპანიასთან ერთად იზრდებიან და ვითარდებიან. სხვა რომელ კოპანიაში გსმენიათ, რომ თანამშრომელთა 40%-ს კარიერა სტაჟირებით დაეწყო და შემდგომში წამყვანი პოზიციები დაეკავებინა.
ტრენინგები და კონფერენციები
ჯეპრა თავის სფეროში თანამედროვე ტენდენციებსა და სიახლეებს ყოველთვის თვალს ადევნებს და მხარს უჭერს თანამშრომლებს საინტერესო ტრენინგებისა და კონფერენციებზე დასწრებაში. თანამშრომელი კი, თავის მხრივ, ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მთლიან გუნდს უზიარებს.
მენტორინგის პროგრამა
ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის. არ გამოტოვო შანსი ისწავლო წამყვანი სპეციალისტების მაგალითებზე.
მოქნილი სამუშაო გრაფიკი
ჯეპრელებს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღების არ ეშინიათ და თავად გეგმავენ თავის სამუშაო დღეს. ხელმაძღვანელობა კი ენდობა, რომ სამუშაო შესრულდება დროულად და ხარისხიანად!
საახალწლო შვებულება
საახალწლო პერიოდი ხომ ყველაზე ზღაპრული და სიურპრიზებით სავსეა წლის განმავლობაში. ჯეპრაც თავის თანამშრომლებს სიურპრიზის გარეშე არ ტოვებს და საახალწლო არადადეგებს ჩუქნის! გაატარე ახალი წლის პირველი კვირა შენს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად და ბედნიერი დაუბრუნდი სამსახურს!
თანამშრომელთა ჩართულობა
ჩვენთან თითოეული ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია. კომპანიაში ტარდება ყოველ კვირეული და კვარტალური სტრატეგიული შეხვედრები, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვიტილებების მიღება ერთობლივად ხდება. ჩვენ ერთად ვქმნით ჯეპრას!
ჯეპრაში კარიერული განვითარების გზა კომპეტენციის მოდელს ეყრდნობა. ჩვენი თანამშრომლები კომპანიასთან ერთად იზრდებიან და ვითარდებიან. სხვა რომელ კოპანიაში გსმენიათ, რომ თანამშრომელთა 40%-ს კარიერა სტაჟირებით დაეწყო და შემდგომში წამყვანი პოზიციები დაეკავებინა.

შემოგვიერთდით

სათაური ცარიელია
ტექსტი ცარიელია
მიიღე შეტყობინება ვაკანსიის შესახებ

ვაკანსია

გრაფიკული დიზაინერი

ჯეპრა აცხადებს ვაკანსიას გრაფიკულ დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

პროექტებისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება (ბრენდირება);
სოციალური მედიისთვის დიზაინების შემუშავება;
ბანერებისა და სხვა ტიპის სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა;
ღონისძიებებისა ან კამპანიებისთვის ვიზუალის შემუშავება;
არსებული დიზაინის მოდიფიცირება;
პროექტებიდან გამომდინარე ვებ-გვერდების დიზაინის შექმნა.

მოთხოვნები:​

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
Adobe Photoshop – მაღალ დონეზე ცოდნა;
Adobe Illustrator – მაღალ დონეზე ცოდნა;
Adobe XD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ