25 ოქტომბერს, საქართველოში გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „დუშენის კუნთოვანი დისტროფია: კლინიკური პრაქტიკა, ადგილობრივი საჭიროებები და გლობალური პერსპექტივები". ღონისძიება მოაწყო საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია Biomedica-მ და გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო სფეროს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად.
კონფერენციაზე საზღვარგარეთიდან სპეციალურად მოწვეულმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებს გააცნეს დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ინოვაციური მიდგომა, კერძოდ ეგზონის გამოტოვების თერაპია (Exon Skipping Therapy). ეს მეთოდი წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთ პერსპექტიულ მიღწევას აღნიშნული დაავადების მართვის სფეროში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული უცხოელი პროფესორები, ადგილობრივი სამედიცინო სპეციალისტები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე პაციენტთა ორგანიზაციის წევრები. შეკრებილმა სპეციალისტებმა იმსჯელეს დაავადების კლინიკური მართვის გამოწვევებზე, პაციენტების წინაშე მდგარ პრობლემებსა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებზე.





