#თვითშემეცნებისთვე - სოფო პეპანაშვილი
04 სექტემბერი 2020
#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას დიზაინერთან, სოფო პეპანაშვილთან.  ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გ...
#თვითშემეცნებისთვე - სოფო პეპანაშვილი

04 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას დიზაინერთან, სოფო პეპანაშვილთან. 

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

ბევრ ადამიანს თუ მოვლენას აქვს ხოლმე გავლენა ადამიანზე. ზოგიერთი ინსპირაციას გვაძლევს თავისი შემოქმედებით, ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ მისი თვისებებით  იქონიებს ხოლმე გავლენას, ზოგჯერ რჩევით გვეხმარებიან ან სხვადასხვა სახის ფიზიკურ დახმარებას აღმოგვიჩენენ. მეც ბევრი ასეთი  შემთხვევა მახსენდება მაგრამ, პირველი და მთავარი ალბათ იყო  როდესაც პროფესიის არჩევისას დამეხმარნენ. სკოლის დამთავრებისას მხატვარმა თინიკო კრაწაშვილმა შემომთავაზა ხატვის გაკვეთილების ჩატარება ჩემთვის თუ ამ პროფესიის არჩევას მოვინდომებდი, რადგან იცოდა რომ ხატვა მიყვარდა. მეც მივხვდი რომ ძალიან კარგი აზრია პროფესიად საყვარელი საქმის არჩევა. ასე დავიწყე სწავლა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ გავაგრძელე სამხატვრო აკადემიაში. სხვა შემთხვევაში, სავარაუდოდ ეს სფერო ჩემთვის დამატებით საქმიანობად დარჩებოდა.

რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

როდესაც დაბრკოლების წინაშე ვდგები სხვადასხვაგვარად ვიქცევი, გააჩნია იმას თუ რამხელაა დაბრკოლება, მაქვს თუ არა მისი  მოგვარების რესურსი და რაც მთავარია მოტივაცია. ზოგჯერ საჭიროა ხოლმე საქმეს სხვა კუთხით შეხედო და მარტივი გამოსავალი მოძებნო, ზოგჯერ მეტი შრომაა საჭირო ან ვინმესთან კონსულტაცია, ან სულაც თავის დანებება,  გააჩნია შემთხვევას. შემიძლია ბევრი ვიშრომო და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო მიზანზე, თუ რაიმეს მიღწევა ძალიან მინდა. ძირითადი იარაღი ალბათ მაინც ესაა ჩემთვის.

როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

ჩემი აზრით, საუკეთესო რამ რითაც ადამიანს შეუძლია წარმატებული იყოს არის საკუთარი საქმის სიყვარული და  მისი გაკეთების სურვილი, ანუ მოტივაცია. როდესაც შენი საქმე გიყვარს ყოველთვის ცდილობ ხარიასხიანად გააკეთო და კარგი შედეგი მიიღო. შეიძლება მიზანს ვერც მიაღწიო მაგრამ, ასე ნელნელა სწავლობ, გამოცდილებას იღებ და ვითარდები. ასევე აუცილებელია გქონდეს მოტივაცია, როდესაც რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა ეცდები კიდეც ამისთვის გზების გამონახვას. ხოლო თუ არ გინდა, პირიქით, ალბათ იმისთვის გამონახავ გზებს  რომ არ გააკეთო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა წარმატებასაც ვერ მიაღწევ.

#თვითშემეცნებისთვე - ნინი მეტრეველი
03 სექტემბერი 2020
ინტერვიუ მომზადდა პროექტის #თვითშემეცნებისთვე ფარგლებში ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოა...
#თვითშემეცნებისთვე - ნინი მეტრეველი

03 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

ინტერვიუ მომზადდა პროექტის #თვითშემეცნებისთვე ფარგლებში

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

ის, რომ რაღაც წარმატებას მივაღწიე, ერთი ადამიანის დამსახურება ვერ იქნება. ოჯახმა მასწავლა, რომ განათლება ყველაზე დიდი ინვესტიციაა, მერე დამეხმარა ამ ინვესტიციის ჩადებაში, დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში, ოვაციებით ხვდება ჩემს ყველა წარმატებას და თან მახსენებს, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდე.

ჩემი სამსახურების თანამშრომლებსაც ვერ დავუკარგავ წვლილს. ბევრი არა, მაგრამ იყო რამდენიმე ისეთი, ვისაც აუტანელი სამუშაო პირობების მიუხედავად, არ დაეზარა და საკუთარი ცოდნა გამიზიარა. მათი დამსახურებაა ისიც, რომ დღეს მე სხვისთვის რაღაც ახლის სწავლება არ მეზარება. 

პროფესიის და საქმის მიმართ ჩემი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში რამდენიმე ლექტორიც დამეხმარა. სრულიად უცხო ქვეყანაში, ლექტორები, რომელთათვისაც რიგითი სტუდენტი ვიყავი, ჩემს მონდომებას აფასებდნენ და საათებს ატარებდნენ ჩემთან ერთად, სხვადასხვა თემის განხილვაში, სალექციო საათებს მიღმა.

და როცა შენში ამდენი ადამიანი ამხელა ინვესტიციას დებს, როგორ შეიძლება რომელიმეს მაინც იმედი გაუცრუო?!

რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

სამწუხაროდ, პირველი რეაქცია ყოველთვის პანიკაა. ამის კონტროლი ჯერ ვერ ვისწავლე. თუ ვინმეა გარშემო, ვისაც შეუძლია, შემომილაწუნოს, ხომ კარგი. თუ არადა, მე თვითონაც ვახერხებ მალევე დამშვიდებას. საბოლოოდ, მაინც ერთ დასკვნამდე მივდივარ: თუ პრობლემა მოგვარებადი არ არის, რა აზრი აქვს ნერვიულობას. თუ მოგვარებადია - მაშინ, მითუმეტეს რა მანერვიულებს. უნდა ავდგე და მოვაგვარო.

როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

გზა წარმატებისკენ რომ განათლებაზე გადის, ეს არაა ახალი ამბავი. ოღონდ, ეს განათლება თუ განახლებადი არ არის და 10 წლის წინ, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ეფუძნება, ეგ არ ითვლება. ვისაც ჰგონია, რომ დიპლომი აიღო და სწავლა ჰაერში ქუდის აგდებით დაასრულა, ძალიანაც ცდება. მთავარი ამბები ზუსტად მაგის მერე იწყება და კარგია, თუ არასდროს დამთავრდება. ე.ი. კარიერული წინსვლაც უსასრულო იქნება.

#თვითშემეცნებისთვე - რუსკა უსტიაშვილი
02 სექტემბერი 2020
ინტერვიუ მომზადდა #თვითშემეცნებისთვის ფარგლებში ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღე...
#თვითშემეცნებისთვე - რუსკა უსტიაშვილი

02 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

ინტერვიუ მომზადდა #თვითშემეცნებისთვის ფარგლებში

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე, პირველ რიგში, ჩემმა მეგობრებმა მოახდინეს. ისინი იყვნენ . პირველები, რომლებმაც მიმიღეს ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი და დამეხმარნენ, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავმხდარიყავი. და ჩემმა შვილმა, რომელმაც მასწავლა როგორ მიყვარდეს უანგაროდ.

რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

სულ ცოტა ხანია, რაც აღმოვაჩინე, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე სწორი და ეფექტური გზა იმაზე დაფიქრება კი არ არის, რატომ გაჩნდა ეს დაბრკოლება ან რა გავაკეთეთ არასწორად, არამედ იმის გააზრება - რას გვასწავლის, რა მოაქვს სასიკეთო (და არა ნეგატიური, ნეგატიური შედეგი ისედაც ზედაპირზეა-ხოლმე) ამ პრობლემის არსებობას. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ ჯერ ერთი, რომ დაბრკოლება ისეთი რთული აღარ გეჩვენება და ადვილი ხდება მისი მოგვარება, და უფრო მეტიც, შესაძლებლობა გეძლევა ნებისმიერი დაბრკოლება შენს სასარგებლოდ გამოიყენო.

როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

გულწრფელი სურვილი რომ აკეთო ის, რასაც აკეთებ და მართალი იყო შენს შინაგან მესთან. ამის გარეშე მგონია, რომ წარმატება შეუძლებელია. ვინმეს ან რამის გამო კი არ აკეთებდე, სტატუსის ან ვალდებულების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამის გაკეთება ძალიან გინდა. ჩემთვის წარმატების საზომი ბედნიერებაა. თუ ბედნიერი ხარ იმით, რასაც აკეთებ, ე.ი. წარმატებული ხარ. 

 

სექტემბერი თვითშემეცნების თვეა!
01 სექტემბერი 2020
სექტემბერი თვითშემეცნების თვედაა გამოცხადებული! ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც რეალობად ...
სექტემბერი თვითშემეცნების თვეა!

01 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

სექტემბერი თვითშემეცნების თვედაა გამოცხადებული!

ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც რეალობად აქცევენ მიზნებს, მუდმივად ისწრაფვიან განვითარებისა და თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისკენ.

სკა-ს მკურნალობის მნიშვნელობა და შესაძლებლობა
20 აგვისტო 2020
სპინალური კუნთოვანი ატროფიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა თინათინ სამყურაშვილმა პირველ ...
სკა-ს მკურნალობის მნიშვნელობა და შესაძლებლობა

20 აგვისტო 2020
Copy to clipboard

 

სპინალური კუნთოვანი ატროფიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა თინათინ სამყურაშვილმა პირველ ონლაინ გადაცემას " სკა-ს მკურნალობის მნიშვნელობა და შესაძლებლობა" უმასპინძლა.

👉გადაცემის სტუმრები:
ბავშვთა ნევროლოგი - ნანა ტატიშვილი
მოზრდილთა ნევროლოგი - ნანა კვირკველია
პაციენტების მშობელი - ქეთევან ჯინჭარაძე

 

რა ვნახე, რა წავიკითხე: ანნა კუჭავა
05 აგვისტო 2020
პროექტი რა ვნახე, რა წავიკითხე-ს სტუმარია ანნა კუჭავა, რომელიც გვესაუბრა იმ გზის შესახებ, რომელიც მან გაიარა კომუნიკაც...
რა ვნახე, რა წავიკითხე: ანნა კუჭავა

05 აგვისტო 2020
Copy to clipboard

 

პროექტი "რა ვნახე, რა წავიკითხე"-ს სტუმარია ანნა კუჭავა, რომელიც გვესაუბრა იმ გზის შესახებ, რომელიც მან გაიარა კომუნიკაციების სპეციალისტიდან მასტერშეფის ფინალისტობამდე.

 

ვიდეო ბლოგების სერია „ნიკო ინოვატორი“
03 აგვისტო 2020
ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ვიდეო ბლოგების სერიას „ნიკო ინოვატორი“ ნიკო ნიკოლაძის შესახებ ...
ვიდეო ბლოგების სერია „ნიკო ინოვატორი“

03 აგვისტო 2020
Copy to clipboard

 

ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ვიდეო ბლოგების სერიას „ნიკო ინოვატორი“

ნიკო ნიკოლაძის შესახებ საუბრებს გაუძღვება ჯეპრას კონსულტანტი და ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერი რუსკა უსტიაშვილი.

ვიდეო ბლოგის სტუმარია, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი ფარეშიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის გამგეობის წევრი, რომელმაც ისაუბრა მერად 20 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე თუ როგორ აქცია ნიკომ დაჭაობებული ადგილი ერთ-ერთ მოწინავე და განვითარებულ საპორტო ქალაქად.

 

რა ვნახე, რა წავიკითხე: დათო გორგილაძე
30 ივლისი 2020
კამპანია რა ვნახე, რა წავიკითხე-ს მეხუთე სტუმარი, მწერალი დათო გორგილაძეა, რომელმაც კარანტინის პერიოდში, გატარებულ დღე...
რა ვნახე, რა წავიკითხე: დათო გორგილაძე

30 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

კამპანია "რა ვნახე, რა წავიკითხე"-ს მეხუთე სტუმარი, მწერალი დათო გორგილაძეა, რომელმაც კარანტინის პერიოდში, გატარებულ დღეებზე გვესაუბრა.

ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს თანამშრომლობით მორიგი ბესტსელერი "ნულიდან ერთამდე" გამოიცა
22 ივლისი 2020
📘 ნულიდან ერთამდე - გზამკვლევი სტარტაპერებისთვის ჯეპრასა და ლურჯი ოკეანე • Blue Ocean-ის თანამშრომლობით მორიგი წიგნი გა...
ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს თანამშრომლობით მორიგი ბესტსელერი "ნულიდან ერთამდე" გამოიცა

22 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

📘 ნულიდან ერთამდე - გზამკვლევი სტარტაპერებისთვის

ჯეპრასა და ლურჯი ოკეანე • Blue Ocean-ის თანამშრომლობით მორიგი წიგნი გამოიცა ბიზნესლიტერატურის მოყვარულებისთვის.

გადადგი ნაბიჯი ნულიდან ერთამდე – ანუ არაფრისგან შექმენი ის, რისი ანალოგიც ჯერ არავის გამოუგონია! პიტერ თილი გირჩევთ: თუ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება და წარმატების მიღწევა გსურთ, აუცილებელია ეძებოთ ახალი გზები და შექმნათ ინოვაციური პროდუქტები, რომელთა მსგავსიც ჯერ არავის შეუქმნია.

მართალია, ეს რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ პიტერ თილი წიგნში იმ საიდუმლოებებსაც გაგიმხელთ, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას აუცილებლად გაგიმარტივებთ. წიგნის მიზანია გაგიჩინოთ კითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს დაუსვამთ იდეის ჩამოყალიბებისა და შემდგომ მისი ბიზნესად გადაქცევის პროცესში.

დაიმახსოვრეთ, მომხმარებლები თქვენგან სრულიად ახალ პროდუქტს ელიან. თუ სტარტაპის შექმნისას ეს არ დაგავიწყდებათ, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ.

მეწარმეობის სწავლისთვის ერთი უტყუარი ფორმულა არ არსებობს. ნებისმიერი სიახლე თავისთავად უნიკალურია. მთავარია, გქონდეთ სწორი ხედვა და ახლებურად გაიაზროთ პროგრესი, ინოვაცია, რაშიც ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ.

თუ გჭირდებათ ბიძგი და საჭირო ინფორმაცია ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპის განვითარების თითოეულ ეტაპზე, თუ იღებთ თამამ გადაწყვეტილებებს ახალი კომპანიების, პროდუქტების, ინდუსტრიების ან ნებისმიერი სიახლის შესაქმნელად, მაშინ სწორედ თქვენს შესაფერის წიგნს მიაგენით.


👉🏽წიგნის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე: https://bit.ly/3g2fori
🛒 წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის ქსელში და ვებგვერდზე - https://bit.ly/2Bphvqm

რამდენად კარგად იცნობ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებას?
22 ივლისი 2020
ნიკო ნიკოლაძე მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ინტელექტუალი და ნოვატორია თავისი აზროვნებით და მოღვაწეობით. შეავსე ტესტი და ნ...
რამდენად კარგად იცნობ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებას?

22 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

ნიკო ნიკოლაძე მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ინტელექტუალი და ნოვატორია თავისი აზროვნებით და მოღვაწეობით. შეავსე ტესტი და ნახე რამდენად კარგად იცნობ ამ დიდი ქართველი მოღვაწის ბიოგრაფიას და მის მიერ განხორციელებულ უდიდეს საქმეებს!