კორპორაციული კომუნიკაციები Covid-19-ის რეჟიმში
22 აპრილი 2020
23 აპრილს, 18:00 საათზე, ჯეპრას უფროსი კონსულტანტები, ნუცა სუბელიანი და კახა მაღრაძე უმასპინძლებენ სოკარ ჯორჯია პეტრო...
კორპორაციული კომუნიკაციები Covid-19-ის რეჟიმში

22 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

23 აპრილს, 18:00 საათზე, ჯეპრას უფროსი კონსულტანტები, ნუცა სუბელიანი და კახა მაღრაძე უმასპინძლებენ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" დირექტორს, ლევან გიორგაძეს და "IDS ბორჯომი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ნანიკო კუპრაშვილს.
 
პირდაპირი ეთერის მთავარი თემა იქნება: "კორპორაციული კომუნიკაციები Covid-19-ის რეჟიმში".
გლობალური მიზნები COVID-19-ის საპასუხოდ
22 აპრილი 2020
მდგრადი განვითარების 17 მიზანზე, რომელთაც გლობალურ მიზნებადაც მოიხსენიებენ, ჯერ კიდევ 2015 წელს შეჯერდა გაეროს 193 ქვეყა...
გლობალური მიზნები COVID-19-ის საპასუხოდ

22 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

მდგრადი განვითარების 17 მიზანზე, რომელთაც გლობალურ მიზნებადაც მოიხსენიებენ, ჯერ კიდევ 2015 წელს შეჯერდა გაეროს 193 ქვეყანა და 2030 წლამდე გაიწერა მიზნების შესრულების გეგმა.

მაშინ, ყველანი, ჯერ კიდევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მივყვებოდით და ვერ წარმოგვედინა, რომ ჩვენი დღის წესრიგში გადამწყვეტი როლი ერთმანეთისგან დისტანცირებას ექნებოდა. არ გვეგონა, რომ რამდენიმე კვირაში მოგვიწევდა ჩვენი ყოველდღიურობის სრულად შეცვლა და ახალ რეალობაზე მორგება. 

თითოეული ჩვენგანი შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ შეცვლილ ცხოვრებას და არ შეგვაშინოს ახალმა გამოწვევებმა, ვდილობთ, არ გავჩერდეთ, შევეგუოთ მუშაობის ახალ სტილს, ვიყოთ აქტიურები და თან, დავრჩეთ სახლში.

გამოჩდა ბევრი პასუხისმგებლიანი თუ უპასუხისმგებლო კომპანიაც,  რომლებიც კრიზისის დროს სხვადასხვანაირად მოქმედებენ. ზოგი ზრუნავს თანამშრომლებზე და ფიქრობს, რომ მათში ჩადებული რესურსი უდიდესია. შესაბამისად თვლიან რომ, პანდემიის გადავლის შედმეგ გაუჭირდებათ მსგავსი კადრების მოძიება. კომპანიების ნაწილი კი ვერ უძლებს ეკონომიკურ კრიზის და ემშვიდობება თანამშრომლებს.

და მაშინ, როდესაც ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად, მდგრადი განვითარების მიზნებს და მათ შესრულებას, კიდევ უფრო მნიშნველოვანი როლი ეკისრება. 

COVID-19 ის  გავრცელებისთანავე, გაერომ დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა. მათი განცხადებების მიხედვით, კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს უდიდეს შანსს კაცობრიობისთვის, იმოქმედონ გაერთიანებულად და გამოწვეული კრიზისი გადააქციონ შესაძლებლობად. გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, რომ წინ აღუდგეს კრიზისს და მთავრობებს  მხარდაჭერა გამოუცხადა.

გადავხედოთ, თუ როგორ ეხმიანება გლობალური მიზნები ვირუსს და როგორ იბრძვიან გაერთიანებული ერები COVID 19-ის წინააღმდეგ.

მიზანი: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში უდგას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. 14 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში 1 939 463 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით. დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია FIFA-სთან ერთად სახელწოდებით „გადაეცი გზავნილი, რათა დაამარცხო კორონავირუსი“.  

„თქვენ არ შეგიძლიათ მოიგოთ ფეხბურთის მატჩი მხოლოდ დაცვით. იმისათვის რომ მოვიპოვოთ გამარჯვება, საჭიროა ვირუსს შევუტიოთ აგრესიული და მიზანმიმართული ტაქტიკით“ – განაცხადეს კამპანიის ორგანიზატორებმა.  

აუცილებელია, ტესტირება ჩაუტარდეს ყველა საეჭვო შემთხვევას, იზოლაციაში იყოს ყველა ინფიცირებულმა კი, მაქსიმალურად ეცადოს გამოავლინოს თითოეული კონტაქტი – აი, სწორედ ეს არის სწორი და მიზანმიმართული მიდგომა COVID- 19 ის საპასუხოდ, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს.

მიზანი: სუფთა წყალი და სანიტარია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ COVID-19 ის გავრცელების შესაჩერებლად, საუკეთესო საშუალება ხელების ხშირად დაბანა ან სანიტარული საშუალებებით დამუშავებაა. თუმცა, მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე. 

ისინი არსებული პანდემიის დროს ბევრად დაუცველები აღმოჩნდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, გაეროს წყალმომარაგების წევრები და პარტნიორები ვალდებულებას იღებენ და იქმნება სპეციალური გეგმა, როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს დაჩქარებულად და ძალიან სწრაფად მივიღოთ შედეგი.

მიზანი: ხარისხიანი განათლება

მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნაა ყველასთვის.

თუმცა, UNESCO-ს განცხადების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, დაახლოებოთ 1,25 მილიარდი მოსწავლე დაზარალდა. „მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიზისი ყველაზე მეტად არის ჯანმრთელობის კრიზისი, ასევე მიგვანიშნებს ბევრ საკითხზე, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენთვის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას გვაძლებს“ – განაცხადა UNESCO-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

UNESCO მხარს უჭერს მთავრობებს და მზად არის ხელი შეუწყოს დისტანციურ სწავლებას, სამეცნიერო თანამშრომლობას და ინფორმაციულ მხარდაჭერას.

მიზანი: გენდერული თანასწორობა

გაეროს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს COVID-19-ის საპასუხო გზავნილები მთავრობებისთვის, რომელიც მოიცავს 10 მიმართულებას.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს მთავრობებს  ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიმართულებით.

მათი განცხადებით, ქალებს ქვეყნების კეთილდღეობა საკუთარ მხრებზე გადააქვთ. ისინი მუშაობენ დღე და ღამე, როგორც ჯანმრთელობის თუ ოჯახის დაცვისთვის , მოხუცების, ბავშვების მოვლისთვის, ასევე შრომობენ აფთიაქებში, მაღაზიებში და ა.შ

მიზანი: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  განცხადების მიხედვით, შესაძლოა, თითქმის 2.5 მილიონმა ადამიანმა დაკარგოს  სამუშაო კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო. ILO-ს უფროსი ეკონომისტი, ჯინინ ბერგი თავის ბლოგში აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არაფორმალურ დასაქმებაში მყოფი ადამიანები ვერ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც მათ ამ კრიზისის დროს სჭირდებათ.

ისინი მოუწოდებენ ქვეყნებს, დაადგინონ სოციალური უსაფრთხოების და დაცვის მინიმალური დონე და დაიწყონ რაც შეიძლება მეტი დამიანის  დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად.

მიზნების შესრულებისთვის და სწრაფი შედეგების მიღებისთვის, საჭიროა გაერთიანება და მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა, როგორც მთავრობების, კერძო სექტორის თუ სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ჩვენი, თითოეული ადამიანის მთელ მსოფლიოში. 

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა ყველასთვის გამოწვევაა და ახლებურ ცხოვრებას გვასწავლის.

დედამიწა ისვენებს, ჰაერი გაიწმინდა, ქუჩები დაცარიელდა, თითქოს დროც გაჩერდა, ხალხიც მოდუნდა, სტრესიც ხანდახან იმარჯვებს ჩვენზე, მაგრამ არა, სწორად ახლაა დრო საკუთარ თავში ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ, განვვითარდეთ, გავძლიერდეთ და ახალი ძალებით შევხვდეთ ძალიან მალე!  შევხვდეთ პირისპირ, დისტანცირების გარეშე და თამამად ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი.

თაკო ვარამაშვილი Marketer.ge-სთვის. 
 
5 რამ, რაც უნდა იცოდეთ საკომუნიკაციო სტრატეგიის თაობაზე
22 აპრილი 2020
ვისაც საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაზე გიმუშავიათ, ან  ეს ტერმინი გაგიგიათ, და ვიცი, რომ ასეთები ბევრნი ხართ და ყველგან...
5 რამ, რაც უნდა იცოდეთ საკომუნიკაციო სტრატეგიის თაობაზე

22 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

ვისაც საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაზე გიმუშავიათ, ან  ეს ტერმინი გაგიგიათ, და ვიცი, რომ ასეთები ბევრნი ხართ და ყველგან ხართ, გეცოდინებათ ამ პროცესის სირთულისა და მნიშვნელობის ამბავიც. თუმცა ეს პოსტი თქვენ არ გეხებათ და უფრო იმ ხალხისთვისაა, ვისაც სმენია ამ დიდებული მოვლენის შესახებ, რასაც საკომუნიკაციო სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შექმნა ჰქვია. ანუ, რომ სმენია და თან თვლის, რომ იცის უკვე ყველაფერი, იმ ხალხისთვის ვწერ. ერთი სიტყვით, გამომყევი, მკითხველო (სულ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება) და ვნახოთ ის 5 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ: 

#1 თავისით არ იწერება

რაც არ უნდა კარგი კონსულტანტი, ან სააგენტო დაიქირავოთ (თქვენ წარმოიდგინეთ და ასეთებიც არსებობენ), სტრატეგიის ფორმირების პროცესი თავად თქვენს სრულ ჩართულობასა და მონაწილეობას გულისხმობს. სტრატეგია ისევ თქვენი წარმატებისთვის, კონკურენტული პოზიციების გაუმჯობესებისა თუ მომავალში მეტი სარგებლის მიღებისთვის კეთდება. ჰოდა, პირველ რიგში, თქვენ უნდა მოიცალოთ და არ უნდა დაიზაროთ სტრატეგიული დაგეგმვის ღონისძიებებში მონაწილეობა, ინტერვიუების მიცემა, მასალების შემოწმება. მოკლედ, დრო უნდა გამოყოთ და ჩაერთოთ ყველა აქტივობაში. არც თავისით და არც უთქვენოდ სტრატეგიები არ კეთდება. 

#2 ბოლომდე უნდა წაიკითხო

როგორც წესი, საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტის მოცულობა 10-დან 70 გვერდამდე მერყეობს (ამ შემთხვევაში, მე რაც დამიწერია, იმას ვგულისხმობ). იქ შეგხვდებათ ცხრილებიც, დიაგრამებიც და ბევრი ტექსტიც, რომლის შინაარსი ხანდახან მეორდება კიდეც, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. დაბრკოლებების მიუხედავად, უნდა შეძლოთ და ბოლომდე წაიკითხოთ დოკუმენტი, გაეცნოთ რეკომენდაციების ნაწილს, შეფასებისა და მონიტორინგის კომპონენტსაც. წლების გამოცდილებამ დაადგინა, რომ სტრატეგია თუ  არ გაქვს წაკითხული და გააზრებული (გააზრება უკეთესი იქნებოდა), მაშინ გაგიჭირდებათ მისი განხორციელება და წარმატების მიღწევაც.

#3 თავისით არ ხორციელდება

ინტერნეტში შეიძლება სხვადასხვა სტატიას წააწყდეთ, საკომუნიკაციო სტრატეგიის გამოყენების საკითხებზე და თქვენც შეიძლება გაგიჩნდეთ ბევრი იდეა  იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოგიტანოთ პიარსტრატეგიამ ის შედეგი, რის გამოც დაიწყეთ ამ დოკუმენტის შექმნაზე მუშაობა. მაგალითად, შეიძლება სტრატეგია მზეზე გადგათ შუადღით და ხშირად დაუსხათ წყალი, ან რაიმე საინტერესო დრესინგით შეკმაზოთ. შეიძლება, შეალოცინოთ, ან ინდაური დაუკლათ მადლიერების დღეზე. მაგრამ წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი მიდგომები არ ამართლებს. საკომუნიკაციო სტრატეგიას და მასზე დაფუძნებულ სამოქმედო გეგმას ცალკე ძალისხმევა სჭირდება, რომ სწორად განხორციელდეს და მიიღოთ ის შედეგი, რაც თავიდანვე ჩაიფიქრეთ. ასე რომ, ნუ დაელოდებით, ასწიეთ თქვენი სხვადასხვა ფორმის ტრაკები და დაიწყეთ იმის განხორციელება, რაც გიწერიათ დოკუმენტში. თქვენგან დაიწყეთ.

#4 ძველდება

ჩემი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი რომ გამოვავლინო და თან, პოტენციური დამკვეთიც მოვხიბლო, შეხვედრებსა თუ მიმოწერაში ხშირად ვიმეორებ ფრაზას ,,სტრატეგია ცოცხალი ორგანიზმია!“. ამით თავსაც ვიზღვევ და  ვცდილობ, ყველას ავუხსნა, რომ სტრატეგია, პირველ რიგში, იარაღია შენს ხელში, რომელსაც საითკენ მიუშვერ, ან როდის გამოჰკრავ ხელს, შენზეა დამოკიდებული. მართალია, საკომუნიკაციო სტრატეგიაში, ძირითადად, წერია და უნდა ეწეროს, რა დროს როგორ უნდა მოიქცე, მაგრამ ჩვენს ცვალებად და დინამიკურ გარემოში (როგორც ექსპერტებს უყვართ ხოლმე თქმა), სამი წლის პერსპექტივით დაგეგმვა ცოტა ძაან უსარგებლო ამბავია. ასე რომ, ღვინის არ იყოს, სტრატეგიებიც ძველდება, თუმცა ღვინისგან განსხვავებით, ძველი სტრატეგია, როგორც წესი, უვარგისია.

#5 შეიძლება შეცვალო

ჰოდა, თუ ძველდება, რა ვუყოთ დაძველებულსა და უვარგის ტრადიციასო, იკითხავს მკითხველი (მაგარი ვარ, უკვე მეორედ გამოვიყენე ეს სიტყვა!!!) და მართალიც იქნება. აქედან გამომდინარეობს მეხუთე რამ, რაც უნდა იცოდეთ სტრატეგიის შესახებ. სტრატეგია არც ნორმატიული აქტია, არც დაფიცება და დაგინება, არც რელიგიური დოგმა, რომ ვერ დაარღვიო და ვერ შეცვალო (თუმცა კანონების და დოგმების დარღვევაც შეიძლება და ტყუილზე დაფიცება-შეწერაც, მაგრამ სხვა შედარება ვერ მოვიფიქრე).  ამიტომ იცოდეთ, რომ პერიოდულად უნდა ჩაიხედოთ თქვენ მიერ მომზადებულ სტრატეგიაში და თუ რამე შესაცვლელია, შეცვალოთ. მერე კიდევ ჩაიხედოთ და ასე შემდეგ. შეიძლება კი არა, საჭიროა კიდეც, რომ შეცვალო, განაახლო და მოარგო მიმდინარე რეალობას!

ავტორი: კახა მაღრაძე

ინსპირაცია: გურამ შეროზია

კურთხევა: ლევან ბეგლარიშვილი

მხარდაჭერა: ქართველი ხალხი

(სტატია გამოქვეყნდა Marketer.ge-ზე)

ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“
22 აპრილი 2020
ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 აპრილიდან წარმოგიდგენთ Live-პროექტს „რესტარტი“. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს...
ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“

22 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 აპრილიდან წარმოგიდგენთ Live-პროექტს „რესტარტი“.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შემოგთავაზებთ ბიზნესწრეების აღიარებული ლიდერების ინტერვიუებს სპეციალიზებული პლატფორმისა და ფეისბუქის მეშვეობით.

პროექტის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება; პანდემიის გამკლავების რაციონალური და ემოციური მექანიზმების აღწერის მეშვეობით წარმატებული ქეისებისა და მოქმედებათა განხილვა, სტუდენტების გამხნევება.

სტუმრები კრეატიული ინდუსტრიიდან

23 აპრილილევან კეცხოველი, რედბერის პარტნიორი და აღამსრულებელი დირექტორი;

30 აპრილი: ერეკლე ზურმუხტაშვილი, ლივინგსტონი;

7 მაისი: სანდრო გაბისონია და ლუკა ეჯიბია, მარკეტერი;

14 მაისი: ლევან ასათიანი, სააჩი & სააჩი.

გექნებათ შესაძლებლობა ლაივრეჟიმში დაგვისვათ შეკითხვები.

კრიზისის დაძლევა ინოვაციური ბიზნესმოდელით
15 აპრილი 2020
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი? – ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა როგორც მოქმედი მენეჯერებისთვის, ასევე სტარტა...
კრიზისის დაძლევა ინოვაციური ბიზნესმოდელით

15 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი? – ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა როგორც მოქმედი მენეჯერებისთვის, ასევე სტარტაპერებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახლა იწყებენ.

ჯეპრას კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა, ამ თემასთან დაკავშირებით ფორტუნა აკადემიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

ჯეპრა ახალი ბიზნეს პლატფორმის "Support Business"-ის პარტნიორი გახდა
13 აპრილი 2020
ჯეპრა ახალი ბიზნეს პლატფორმის Support Business-ის პარტნიორი გახდა.  Supportbusiness.ge-ის იდეა ეკუთვნის საკონსულტაციო...
ჯეპრა ახალი ბიზნეს პლატფორმის "Support Business"-ის პარტნიორი გახდა

13 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრა ახალი ბიზნეს პლატფორმის "Support Business"-ის პარტნიორი გახდა. 

Supportbusiness.ge-ის იდეა ეკუთვნის საკონსულტაციო კომპანია SavvY-ის, რომლის მთავარი მიზანია გააერთიანოს ბიზნეს სექტორი COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების წინაშე, ხელი შეუწყოს მათი მოგვარების გზების პროაქტიულ ძიებას და დაეხმაროს კომპანიებს სწრაფ რეაგირებაში ცოდნითა და კავშირებით.

COVID-19 და კადრების შენარჩუნების პრობლემა კერძო სექტორში
07 აპრილი 2020
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე კომპანიების მიერ თანამშრომლების დათხოვნის პრობლემა განიხილეს პირველი არხის გადაც...
COVID-19 და კადრების შენარჩუნების პრობლემა კერძო სექტორში

07 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე კომპანიების მიერ თანამშრომლების დათხოვნის პრობლემა განიხილეს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ როგორც საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მენეჯერმა, მედეა ტაბატაძემ განაცხადა, მიმდინარე კრიზისის ფონზე ორგანიზაციებში თანამშრომლების დათხოვნა არ არის გამართლებული, რადგან არ შეიძლება, კომპანიამ კრიზისულ პერიოდში ცოდნა დაკარგოს.

პერსონალის გათავისუფლებაზე ორიენტირებულ კომპანიას კრიზისის გადავლის შემდეგ თანამშრომლების დაქირავება კიდევ უფრო გაუჭირდება და გაუძვირდება, ვიდრე კრიზისამდე.

მისი განმარტებით, კომპანიების ნაწილმა მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც ხარჯების შემცირების მიზნით, თანამშრომლების გათავისუფლება გადაწყვიტა. როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, ეს მიდგომა არ არის კრიზისულ სიტუაციებში გამართლებული გამოსავალი.

„ინსორსის“ მენეჯერის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კრიზისს მსოფლიო დონეზე ანალოგი არ ჰქონია და პრაქტიკულად არავინ იცის არსებული ჩიხიდან გამოსვლის რეცეპტი, რომელიც ერთდროულად ჯამრთელობის დაცვასა და ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას გულისხმობს, მაინც კადრების შენარჩუნება უფრო ეფექტური მეთოდია. საქმე ისაა, რომ კრიზისის გადავლის შემდეგ კადრების დაბრუნება ძალიან რთული იქნება.

პირდაპირ ამბობენ ეკონომისტები და მენეჯმენტის ექსპერტები, რომ კრიზისულ პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ორგანიზაციამ ცოდნა დაკარგოს, რადგან ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, ტექნოლოგიები და ადამიანები. ტექნოლოგიები გულისხმობს, რომ ბევრი რამე გაციფრულდება. კი გაციფრულდება, მაგრამ ამასაც გამოცდილება და ადამიანური რესურსი სჭირდება.

 საუბრობენ, რომ ყველა ბიზნესი გაციფრულდება, მაგრამ არავინ ამბობს, რა პროცენტით და როგორ. მაქვს მოსაზრება, რომ საქართველოში არ არის ისეთი მოცემულობა, რომ ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადავიდეს. ეს ადამიანური ცოდნა და გამოცდილება მაინც საჭიროა“, – განაცხადა ტაბატაძემ.

მისი განმარტებით, თუ ორგანიზაციას არა აქვს საშუალება, რომ საკუთარ მუშახელს კრიზისულ პერიოდში ხელფასი გადაუხადოს, კადრების შენარჩუნების სხვადასხვა მოდელი არსებობს და მენეჯმენტმა სწორედ ამ გზით უნდა იაროს. 

როგორც ტაბატაძე აცხადებს, თუ კომპანია არჩევანს მაინც პერსონალის დათხოვნაზე შეაჩერებს, მისი რეპუტაცია შეირყევა და პოსტ-კრიზისულ პერიოდში დათხოვილი კადრის უკან დაბრუნება უფრო გაუჭირდება და გაცილებით ძვირიც დაუჯდება.

„ჩვენთან არასოდეს ითვლება, ერთ თანამშრომელს რა ეკონომიკური ღირებულების შექმნა შეუძლია ორგანიზაციაში. ან ერთი თანამშრომლის დაკარგვით ორგანიზაციას რა ხარჯი აქვს. არადა ეს დათვლადია. მშვიდობიან პერიოდში თანამშრომლების დაქირავება კიდევ უფრო რთული და ძვირი იქნება, ვიდრე კრიზისამდე, რადგან სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან უფასურდება – მან ხომ გაათავისუფლა თანამშრომლები.

მერე, როდესაც კრიზისი სრულდება, ყველა ცდილობს, საუკეთესო თავისკენ წაიყვანოს, ე.წ. ომი საუკეთესო კადრებზე აქტიურ ფაზაში გადადის ხოლმე. ამ ვითარების გადავლის შემდეგ, მგონია, რომ ის თანამშრომლები, ვისი პოზიციის მიმართაც კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, ბაზარს ისევ დასჭირდება.

ადრე თუ ისეთი მოცემულობა იყო, ტექნოლოგიებში გავაკეთო ინვესტირება თუ ხალხში, ახლა ბიზნესს ორივე სჭირდება. რაც შეეხება გადავადებას, ბევრი მოდელი არსებობს, როგორ შეინარჩუნოთ თანამშრომელი“, – აცხადებს ტაბატაძე.  

იხილეთ სრული გადაცემა ბმულზე.

კორონავირუსი და კრეატიული ინდუსტრია
06 აპრილი 2020
ახალ კორონავირუსამდე არსებული ცხოვრება დამთავრებულია. ყველა ვდგავართ გადაუდებელი რეალობის წინაშე, რომ უფრო სწრაფად განვი...
კორონავირუსი და კრეატიული ინდუსტრია

06 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

ახალ კორონავირუსამდე არსებული ცხოვრება დამთავრებულია. ყველა ვდგავართ გადაუდებელი რეალობის წინაშე, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს ციფრული სამყარო და გვაქვს კომპეტენცია, რომ ბრენდებს ახალ ციფრულ გარემოსთან სწრაფ ადაპტაციაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ საკომუნიკაციო კომპანია „რედბერის“ მმართველმა პარტნიორმა, ლევან კეცხოველმა.

როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, საერთაშორისო მასშტაბით კრეატიული და სარეკლამო ინდუსტრიის კამპანიების ფაქტობრივად 90 პროცენტით შეჩერდა. თუმცა, ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი მაინც ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს. დაახლოებით 24 პროცენტი თვლის, რომ მიმდინარე წელს შემოსავალი გაეზრდება, 36 პროცენტი ფიქრობს, რომ შემოსავალი არ შეეცვლება. მხოლოდ 40 პროცენტი აკეთებს პესიმისტურ პროგნოზს და შემოსავალის კლებას ელოდება.

კომპანია „რედბერის“ მმართველი პარტნიორის განმარტებით, გამონაკლისი არც ქართული სარეკლამო ინდუსტრია გამოდგა, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დიდი დარტყმა განიცადა, რადგან კლიენტების უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა და ხარჯების შემცირებაზე გადავიდა. თუმცა, მისი მოსაზრებით, კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ციფრული ეკონომიკის განვითარებას დააჩქარებს.

„ვფიქრობ, რომ ეს მოვლენები მართალია, რთული გადასატანია, მაგრამ მეორე მხრივ, მრავალ ახალ შესაძლებლობას აჩენს, რომ კომპანიებმა პროდუქტების ტრანსფორმირება მოახდინონ და საკუთარი ღირებულება, რასაც აქამდე ფიზიკურ სივრცეში და ტრადიციულ არხებში ქმნიდნენ, სხვა არხებში გადაიტანონ. ახლა ყველას ის გარდაუვალი რეალობა დაგვიდგა, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ციფრული სამყარო ბევრად უფრო სწრაფად განვითარდეს. ჩვენი როლი ამაში ძალიან დიდია, რადგან გვაქვს კომპეტენცია, რომ ამ ბრენდებს ახალ ციფრულ გარემოში სწრაფ ადაპტაციაში დავეხმაროთ“, – განაცხადა კეცხოველმა.

„რედბერის“ მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ დროა, ბიზნესმა გააცნობიეროს, რომ ახალ კორონავირუსამდე არსებული რეალობა აღარ დაბრუნდება და ახალ ციფრულ რეალობაზე იფიქროს, რადგან ამის კარგი პოტენციალი არსებობს.

„ახალ კორონავირუსამდე არსებული ცხოვრება დასრულებულია და ჩვენ, ყველამ ერთად, საზოგადოებამ და ბიზნესმა უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად და მას შემდეგ ცხოვრება. სრულიად წამგებიანი პოზიცია იქნება ახლა ლოდინი, კორონავირუსამდე არსებული ცხოვრება როდის დაბრუნდება. ხშირად გვესმის კომპანიებისაგან, რომ არსებული სიტუაციის დასრულებას ელიან და თვეებს ითვლიან. არ მგონია, რომ ასე იქნება. მაგრამ პოტენციალი ძალიან დიდია, განსაკუთრებით, საქართველოს ლოკალურ დონეზე, რადგან ძალიან ბევრი სერვისი ციფრულად ხელმისაწვდომი არ არის, ან თუ არის, მომხმარებელს ცუდი გამოცდილება აქვს. აქ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ყურები არ ჩამოყარონ. პრობლემებს ერთად შევუტიოთ და მომხმარებლის გამოცდილება გავაუმჯობესოთ“.

სრული გადაცემის საყურებლად გადადით ბმულზე.

Facebook Live - კრიზისის დაძლევა ინოვაციური ბიზნესმოდელით
06 აპრილი 2020
14 აპრილს, 18:00 საათზე, ფორტუნა აკადემიის პირდაპირ ეთერში, ჩატარდება სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია კრიზისის დაძლევა ...
Facebook Live - კრიზისის დაძლევა ინოვაციური ბიზნესმოდელით

06 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

14 აპრილს, 18:00 საათზე, ფორტუნა აკადემიის პირდაპირ ეთერში, ჩატარდება სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია "კრიზისის დაძლევა ინოვაციური ბიზნესმოდელით"

მიჰყევით ღონისძიებას ბმულზე.

ჯეპრას დირექტორის მესიჯი COVID-19-თან დაკავშირებით
26 მარტი 2020
გამოწვევა, რომელიც ახლა დგას  ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე, იცვლება ყოველ დღე და ამ არაპროგნოზირებად დროს, მნიშვნელ...
ჯეპრას დირექტორის მესიჯი COVID-19-თან დაკავშირებით

26 მარტი 2020
Copy to clipboard

 

გამოწვევა, რომელიც ახლა დგას  ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე, იცვლება ყოველ დღე და ამ არაპროგნოზირებად დროს, მნიშვნელოვანია, კომპანიამ მოახდინოს ფოკუსირება მთავარ პრიორიტეტებზე - ადამიანურ კაპიტალზე, პარტნიორებსა და კლიენტებზე.

COVID-19 პანდემიის პირობებში, თანამშრომლების სოციალური დისტანცირების მიზნით, ჯეპრა 13 მარტიდან გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ვითვლისწინებთ რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებსა და რეგულაციებს. ამ გამოწვევას თანამშრომლების სწრაფი ადაპტირებით და ახალი უნარების გამოცდით ვუპასუხეთ.

ვმუშაობთ სახლიდან #დარჩისახლში და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი ბიზნესის მდგრადობა. დისტანციურ ფორმატში განვაგრძობთ ჩვენი კლიენტებისთვის მაღალი პროფესიული მომსახურების უწყვეტ მიწოდებას. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს რეალობის შეგრძნების ფონზე, ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს შიდა და გარე კომუნიკაციის გაძლიერებაში, ანტიკრიზისული გეგმების შედგენაში, რადგან სწორედ ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აწარმოო სწორი და ეფექტური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან. ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან და ამით ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვინარჩუნებთ სანდო პარტნიორის სტატუსს.

ჩემი ღრმა რწმენით, პანდემიის დაძლევას და ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ხელს შევუწყობთ ერთმანეთზე ზრუნვით, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებით და ერთმანეთთან უწყვეტი კომუნიკაციით.

 ეკატერინე ჟვანია