COVID-19-ის გავლენა კომუნიკაციების სფეროზე
04 ივნისი 2020
რა გავლენა მოახდინა COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა შეზღუდვებმა ორგანიზაციების საქმიანობასა და საკომუნიკაც...
COVID-19-ის გავლენა კომუნიკაციების სფეროზე

04 ივნისი 2020
Copy to clipboard

 

რა გავლენა მოახდინა COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა შეზღუდვებმა ორგანიზაციების საქმიანობასა და საკომუნიკაციო აქტივობებზე? რა პრიორიტეტების მიხედვით ჩამოყალიბდა მათი საკომუნიკაციო ამოცანები და რა სახის ცვლილებები განიცადა კომპანიების მარკეტინგულმა აქტივობებმა, ამ კითხვებზე საპასუხოდ 56 კომპანია გამოვიკითხეთ. 


რესტარტი: მეშვიდე შეხვედრის სტუმარია Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი
03 ივნისი 2020
საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Live-პროექტის „რესტარტის Სერიის მეშვიდე შეხვედრის სტუმარ...
რესტარტი: მეშვიდე შეხვედრის სტუმარია Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი

03 ივნისი 2020
Copy to clipboard

 

საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Live-პროექტის „რესტარტის" Სერიის მეშვიდე შეხვედრის სტუმარია, ზაალ გაჩეჩილაძე – Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი. 

Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც 1,2-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა „სილიკონის ველის“ ინვესტორებისგან.

პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5 

რესტარტი: „სტარტაპ-კულტურა“
28 მაისი 2020
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტის „რესტარტის“ ფარგლებში მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომლის სტუმრებიც...
რესტარტი: „სტარტაპ-კულტურა“

28 მაისი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტის „რესტარტის“ ფარგლებში მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომლის სტუმრებიც სანდრო ასათიანი, ილიაუნის კიბერლაბოატორია უნილაბის დირექტორი, ჯეოლაბის დამფუძნებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ზურაბ ჯიშკარიანი, ანიმას დამფუძნებელი, მწერალი, პოეტი და გეიმდიზაინერი იყვნენ. 

 

როგორ გამოვიყენოთ იზოლაცია სტრატეგიული განვითარებისთვის
22 მაისი 2020
როგორ გამოვიყენეთ იზოლაცია, ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარებისთვის? რა ღონისძიებები გავატარეთ ორგანიზაციაში, კრიზისის...
როგორ გამოვიყენოთ იზოლაცია სტრატეგიული განვითარებისთვის

22 მაისი 2020
Copy to clipboard

 

როგორ გამოვიყენეთ იზოლაცია, ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარებისთვის? რა ღონისძიებები გავატარეთ ორგანიზაციაში, კრიზისის პერიოდში?

როგორ მოახდინეს თანამშრომლება ადაპტაცია ახალ სამუშაო პირობებთან? როგორ ვემზადებით პოსტპანდემიურ პერიოდთან შესახვედრად? 


ჯეპრას ონლაინდისკუსიის სტუმრები არიან ვლადიმერ მკერვალიშვილი უფლებები საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვენიერაძე- GDI-ის თავმჯდომარე და სოფია გურგენიძე - USAID HICD 2020 პროგრამის წარმომადგენელი.


საქართველოს პოზიციონირება პოსტპანდემიურ სამყაროში: აქტუალური ტენდენციები
20 მაისი 2020
რამ განაპირობა ჩინეთის ეკონომიკის სიმძიმე და რა ახალი გეოეკონიმიკური ამოცანების დაძლევა სურს პოსტპანდემიურ პერიოდშიდეა...
საქართველოს პოზიციონირება პოსტპანდემიურ სამყაროში: აქტუალური ტენდენციები

20 მაისი 2020
Copy to clipboard

 

რამ განაპირობა ჩინეთის ეკონომიკის "სიმძიმე" და რა ახალი გეოეკონიმიკური ამოცანების დაძლევა სურს პოსტპანდემიურ პერიოდში
დეალური შტორმი - კრიზისული ტრიადა - ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების

რატომ და როგორ უნდა ისარგებლოს საქართველომ შეცვლილი გარემოებებით და სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი ახალ რეალობაში რა არის "ეკონომიკური კეთილდრეობის ქსელი" და როგორ მოვხვდეთ აშშ-ს დაანონსებულ ახალ ფორმალურ თუ არაფორმალურ გაერთიანებებში

რა შანსები აქვს საქართველოს გლობალური ტრანსფორმაციის თანამედროვე მოთხოვნების შესასრულებლად და რა ამოცანები უნდა შეასრულოს ახალი ფუნქციების მოპოვებისთვის

ჯეპრას ონლაინდისკუსიის სტუმარია, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი.

რესტარტი: შეხვედრა მარიამ ლაშხსა და ავთანდილ მღებრიშვილთან
20 მაისი 2020
ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტის „რესტარტის“ ფარგლებში, Სერიის მეხუთე შეხვედრა, ხუთშაბათს გაიმართებ...
რესტარტი: შეხვედრა მარიამ ლაშხსა და ავთანდილ მღებრიშვილთან

20 მაისი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტის „რესტარტის“ ფარგლებში, Სერიის მეხუთე შეხვედრა, ხუთშაბათს გაიმართება. ამჯერად გადაცემის სტუმრები არიან მარიამ ლაშხი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA, კრეატიული დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე და ავთანდილ მღებრიშვილი, ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი.

თემა: „რესტარტიდან სტარტაპამდე“
დრო: 21 მაისი, 13:00 საათი

პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5

 

თოლია სახელად კორონა
19 მაისი 2020
თუ გადავრჩით, მოხდება გლობალური ცვლილებები ან სწორედ ამ ცვლილებების მიზეზით გადავრჩებით, რომ რაღაც არსებითად შეიცვლება დ...
თოლია სახელად კორონა

19 მაისი 2020
Copy to clipboard

 

თუ გადავრჩით, მოხდება გლობალური ცვლილებები ან სწორედ ამ ცვლილებების მიზეზით გადავრჩებით, რომ რაღაც არსებითად შეიცვლება და ჩვენი ყოფა უწინდელი აღარ იქნება.

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს წრთობის პროცესს.

ყველაფრის კონტროლისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება გვავალდებულებს, ამ კითხვას პასუხი გავცეთ, რათა ვიპოვოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები და განვჭვრიტოთ მომავალი. მაგრამ ხომ შეიძლება, არც არაფერი მოხდეს და ყველაფერი ძველებურად დარჩეს?

ადაპტაციის პროცესი ყოველთვის რეაქტიულია და გულისხმობს შეცვლილ პირობებთან შეგუებას, მაშინ როდესაც პროგნოზირება/მიზნის ქონა პროაქტიული პროცესია, ოღონდ არა მკითხაობა - „რა იქნება?“, არამედ - რა გვინდა იყოს. მხოლოდ ასეთი კომბინაციით შეიძლება საზოგადოებისთვის წარმატებით დასრულდეს ნებისმიერი ადაპტაციის პროცესი. * შეთანხმება „რა გვინდა იყოს“ შესაძლებელია მხოლოდ ისეთ საზოგადოებებში, რომლებიც დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანებისგან შედგება.

☄ კარანტინი საუკეთესო დროა იმაზე საფიქრალად, რა არის ეს „რაღაც“, რომლისთვისაც გვინდა თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც, და ამ კითხვაზე პასუხის პოვნა შეიძლება ჩვენი ადაპტაციის ათვლის წერტილად იქცეს.

ჯეპრას ონლაინდისკუსიის სტუმარია, რევაზ კოპალაძე "კავკასუს ონლაინის" გენერალური დირექტორი.

რესტარტი: შეხვედრა ლევან ასათიანსა და თათუკა ჯავახიშვილთან
13 მაისი 2020
ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი live-პროექტის „რესტარტის“ ფარგლებში, მეოთხე შეხვედრა, ხუთშაბათს 14 მაი...
რესტარტი: შეხვედრა ლევან ასათიანსა და თათუკა ჯავახიშვილთან

13 მაისი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი live-პროექტის „რესტარტის“ ფარგლებში, მეოთხე შეხვედრა, ხუთშაბათს 14 მაისს ჩატარდება.

სერიის მეოთხე შეხვედრის სტუმრები არიან ლევან ასათიანი, SAATCHI & SAATCHI, კრეატიული დირექტორი და თათუკა ჯავახიშვილი ELLIOT, დირექტორი

თემა: „კონცეპცია, როგორც საკომუნიკაციო იარაღი“
დრო: 14 მაისი, 13:00 საათი

პროექტის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება; პანდემიის გამკლავების რაციონალური და ემოციური მექანიზმების აღწერის მეშვეობით წარმატებული ქეისებისა და მოქმედებათა განხილვა, სტუდენტების გამხნევება.

ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5

მედიასთან ურთიერთობა COVID-19-ის დროს
11 მაისი 2020
რა სირთულეების წინაშე დადგა ბიზნესი მედიასთან ურთიერთობის კუთხით COVID-19 ის გავრცელების შემდეგ? რა უნდა გაითვალისწინ...
მედიასთან ურთიერთობა COVID-19-ის დროს

11 მაისი 2020
Copy to clipboard

 

  • რა სირთულეების წინაშე დადგა ბიზნესი მედიასთან ურთიერთობის კუთხით COVID-19 ის გავრცელების შემდეგ?
  • რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა, რომ არსებულ ვითარებაში მედიასთან ურთიერთობის კრიზისი არ შეექმნათ?
  • რა საკომუნიკაციო არხები უნდა გამოიყენოს ბიზნესმა იმისთვის, რომ მომხმარებელს მისი ადაპტირების შესახებ შეატყობინოს?
  • რა შეცდომებს უშვებენ კომპანიების წარმომადგენლები მედიასთან ურთიერთობისას, COVID-19-ის გავრცელების შემდეგ

ამ თემებზე უფრო ვრცლად, 12 მაისს ჯეპრას მედია მენეჯერი ნინი მეტრეველმა და ICI PARIS-სა და „თალიზის“ PR მენეჯერმა, ხატია შამუგიამ იმსჯლეს.

 

ბიზნესის პასუხისმგებლობა COVID-19-ის დროს
10 მაისი 2020
რა გამოწვევების წინაშე დადგა ბიზნესი COVID-19 ის გავრცელებისთანავე?  როგორია მათი პასუხისმგებლობა თანამშრომლების და მ...
ბიზნესის პასუხისმგებლობა COVID-19-ის დროს

10 მაისი 2020
Copy to clipboard

 

  • რა გამოწვევების წინაშე დადგა ბიზნესი COVID-19 ის გავრცელებისთანავე?
  •  როგორია მათი პასუხისმგებლობა თანამშრომლების და მომხმარებლების მიმართ და რამდენად შესაძლებელია ბიზნესითვის მსოფლიო პანდემიის შესაძლებლობად გადაქცევა?
  • ოგორ ეხმიანება გლობალური მიზნები ვირუსს და როგორ იბრძვიან გაერთიანებული ერები COVID 19-ის წინააღმდეგ 

ამ თემებზე ჯეპრას CSR მენეჯერი თაკო ვარამაშვილი და სიდას და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმ. დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობენ.