როგორ შევქმნა საკომუნიკაციო სტრატეგია?
04 მაისი 2020
სპარკი და კომპანია ჯეპრა თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ ტრენინგს საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში, რომელსაც გაუძღ...
როგორ შევქმნა საკომუნიკაციო სტრატეგია?

04 მაისი 2020
Copy to clipboard

 

სპარკი და კომპანია "ჯეპრა" თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ ტრენინგს საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში, რომელსაც გაუძღვება სოსო გალუმაშვილი. ტრენინგი, განკუთვნილია სტარტაპებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთა მიზანიც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკომუნიკაციო აქტივობების სისტემის შექმნა და მომხამარებელთან ურთიერთობის კარდინალური გაუმჯობესებაა. 


ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან იმ ტექნიკებს, რომლებიც საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში დაეხმარებათ, ტრენინგს გაუძღვება სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი
სესიების თარიღი და დრო: 13 და 15 მაისი, 13:30
სესიების რაოდენობა: 2 (შესაძლოა დამატებითი სესიის დანიშვნა)
ტრენეინგის 1 სესიის ხანგრძლივობა: 120 წუთი
ტრენინგზე რეგისტრაცია: https://forms.gle/wY2w42oEEhdhPnsw7
რეგისტრაცია გრძელდება: 11 მაისის 00:00 საათამდე

✅ ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
➡ როგორ დაგეგმოთ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესი;
➡ რა ეტაპებისგან შედგება და რა დროს იკავებს სტრატეგიის შექმნა;
➡ ვინ და როგორ ატარებს საკომუნიკაციო აუდიტს;
➡ რა ინსტრუმენტები და მეთოდები უნდა გამოიყენოთ სიტუაციის ანალიზისთვის;
➡ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს საკომუნიკაციო სტრატეგიის ძირითადი მძივი;
➡ საკომუნიკაციო სტრატეგიის რა ნაწილი უკავია მის ტაქტიკურ ერთეულს - სამოქმედო გეგმას;
➡ როგორ უნდა განსაზღვროთ სამომხარებლო სეგმენტი და შეარჩიოთ სწორი გზავნილები;
➡ რაზეა დამოკიდებული ეფექტიანი მესიჯბოქსი;
➡ როდის უნდა მოახდინოთ სტრუქტურული ოპტიმიზაცია;
➡ რა როლი უკავია შიდა კომუნიკაციას ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
➡ როგორ და როდის უნდა მართოთ კრიზისები და რატომ არის საჭირო რისკების პასპორტი;
➡ რა კავშირურთიერთობები არსებობს სამოქმედო გეგმასა და შეფასებისა და მონიტორინგის მატრიცას შორის;
➡ როგორ შევქმნათ დეტალური სამოქმედო გეგმა 1 დღეში.

ეს რომ გვცოდნოდა?! კრიზისის მართვის 13 წესი
04 მაისი 2020
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აგრძელებს ვებინარების სერიას და დისკუსიას, რომლის ძირითადი თემა არის მსოფლიო პან...
ეს რომ გვცოდნოდა?! კრიზისის მართვის 13 წესი

04 მაისი 2020
Copy to clipboard

 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აგრძელებს ვებინარების სერიას და დისკუსიას, რომლის ძირითადი თემა არის მსოფლიო პანდემიის გავლენა ბიზნესზე.

7 მაისს, ნუცა სუბელიანიმა, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა გამართა ვებინარი თემაზე: კომუნიკაციების მართვა კრიზისის დროს და 13 წესი, რომელიც კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს კრიზისულ პერიოდში.

 

რესტარტი: შეხვედრა სანდრო გაბისონიასა და ლუკა ეჯიბიასთან
04 მაისი 2020
ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“. სერიის მესამე შეხვედრის სტუმრები არიან ილი...
რესტარტი: შეხვედრა სანდრო გაბისონიასა და ლუკა ეჯიბიასთან

04 მაისი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“.

სერიის მესამე შეხვედრის სტუმრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სანდრო გაბისონია სოციოლოგი, მარკეტერი და ლუკა ეჯიბია, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პროექტების მენეჯერი.

თემა: „გაუდეამუს იგიტური“

პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5

 

ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია covid-19-ის პირობებში
04 მაისი 2020
იმისათვის, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე, კომპანიებმა შეძლონ ჩვეულ რიტმში მუშაობის გაგრძელება, მათ მოუწევთ იფიქრონ ახალ ბიზ...
ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია covid-19-ის პირობებში

04 მაისი 2020
Copy to clipboard

 

იმისათვის, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე, კომპანიებმა შეძლონ ჩვეულ რიტმში მუშაობის გაგრძელება, მათ მოუწევთ იფიქრონ ახალ ბიზნესმოდელებზე, იმ მნიშვნელოვან და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებაზე, რომელიც დაეხმარება მათ, კრიზისამდელი პოზიციების შენარჩუნებაში. როგორც ახლა ვხედავთ, მრავალი კომპანია ცდილობს მოერგოს მიმდინარე სიტუაციას, ახდენს ბიზნესპროცესების გაციფრულებასა და სიტუაციიდან გამომდინარე საკუთარი ბიზნესგეგმების მორგებას.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ არ გავჩერდეთ და ჩვენი კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ, როგორ მოვახდინოთ ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია და როგორ შევხვდეთ პოსტკრიზისულ პერიოდს.

ჯეპრას ონლაინდისკუსიის სტუმარია, კომპანია ლემონდოს საოპერაციო დირექტორი გიორგი ყანჩაველი.

 

COVID-19, როგორც მარკეტინგის შესაძლებლობა
04 მაისი 2020
ჯეპრას ონლაინდისკუსიის დროს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაიკო ხეცურიანი, ფარმაცევტული კომპანია სერვიე საქართველოს ...
COVID-19, როგორც მარკეტინგის შესაძლებლობა

04 მაისი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრას ონლაინდისკუსიის დროს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაიკო ხეცურიანი, ფარმაცევტული კომპანია "სერვიე" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი და ანა ქარჩავა "ეფეს საქართველოს" მარკეტინგის სამსახურის უფროსი, საუბარი იქნება ქართულ ბაზარზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებაზე მარკეტინგის პროცესის განსხვავებულად მართვასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება გლობალური პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებს.

იცვლება თუ არა პროდუქტების განვითარების, გაყიდვების, მარკეტინგული კომუნიკაციის პროცესი? ჩნდება თუ არა ახალი მარკეტინგული ინსტრუმენტები? რამდენად აქტიურები არიან ქართული კომპანიები COVID-19-ის პირობებში? დიკსუსიის მონაწილეები აღნიშნულ კითხვებს პასუხობენ.

  

საბა ჯაჯანიძის ვორკშოპი: „რა გარემოში ხორციელდება მარკეტინგი?“
03 მაისი 2020
6 მაისს Online TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პიარისა და მარკეტინგული კ...
საბა ჯაჯანიძის ვორკშოპი: „რა გარემოში ხორციელდება მარკეტინგი?“

03 მაისი 2020
Copy to clipboard

 

6 მაისს Online TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი საბა ჯაჯანიძე გამართავს ვორკშოპს თემაზე: „რა გარემოში ხორციელდება მარკეტინგი?“.

ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • მარკეტინგული კონტექსტი: რა გარემოში ხორციელდება მარკეტინგი;
  • მარკეტინგის ძირითადი კონცეფციები და მარკეტინგული გეგმა;
  • პრაქტიკული სამუშაო: მარკეტინგული გეგმის ჩონჩხის შექმნა

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3d8ahnY
დედლაინი: 1 მაისი

ნუცა სუბელიანის ონლაინ შეხვედრა საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან
27 აპრილი 2020
ნუცა სუბელიანმა კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთა...
ნუცა სუბელიანის ონლაინ შეხვედრა საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან

27 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

ნუცა სუბელიანმა კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს პიარ მენეჯერის და კონსულტანტის მუშაობის პრაქტიკულ ნაწილზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე.

„რესტარტი“: შეხვედრა ერეკლე ზურმუხტაშვილთან
27 აპრილი 2020
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი live-პროექტის „რესტარტი“ ფარგლებში ლექციების სერიის მეორე სტუმარია ე...
„რესტარტი“: შეხვედრა ერეკლე ზურმუხტაშვილთან

27 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი live-პროექტის „რესტარტი“ ფარგლებში ლექციების სერიის მეორე სტუმარია ერეკლე ზურმუხტაშვილი, ლივინგსტონის საოპერაციო დირექტორი.

  • თემა: „სამმაგი სპირალი“
  • დრო: 30 აპრილი, 13:00 საათი
  • ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი
კახა მაღრაძის LIVE ლექცია პიარსკოლაში
23 აპრილი 2020
23 აპრილს პიარსკოლაში კახა მაღაძის Live ლექცია საკომუნიკაციო კამპანიის მართვა ჩატარდა. ლექციის დროს კახამ შემდეგი საკ...
კახა მაღრაძის LIVE ლექცია პიარსკოლაში

23 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

23 აპრილს პიარსკოლაში კახა მაღაძის Live ლექცია "საკომუნიკაციო კამპანიის მართვა" ჩატარდა.

ლექციის დროს კახამ შემდეგი საკითხები განიხილა:

  • რა არის საინფორმაციო კამპანია და რა მნიშვნელობა აქვს მას?
  • რა ეტაპებისაგან შედგება კამპანია?
  • როგორ უნდა შევაფასოთ არსებული მდგომარეობა?
  • როგორ მოვამზადოთ კამპანიის კონცეფცია?
  • როგორ შევიმუშაოთ გეგმა და შეფასების მექანიზმები? 

live-პროექტის „რესტარტი“ პირველი თემა: "გამოსავალი არსებობს"
23 აპრილი 2020
23 აპრილს ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილი live პროექტის რესტარტი ფარგლებში თემაზე გამო...
live-პროექტის „რესტარტი“ პირველი თემა: "გამოსავალი არსებობს"

23 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

23 აპრილს ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილი live პროექტის "რესტარტი" ფარგლებში თემაზე "გამოსავალი არსებობს" live სესია გაიმართა.

სტუმარი: ლევან კეცხოველი, რედბერის პარტნიორი, აღმასრულებელი დირექტორი.


პროექტის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/2ywBku5