ჯეპრას პირდაპირი ჩართვები
Live-პროექტი რესტარტი
რა ვნახე, რა წავიკითხე
ნიკო ინოვატორი
იაკობ გოგებაშვილის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჯეპრამ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან ერთად იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერი შრიფტი შექმნა.
სოსო გალუმაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
სოსო გალუმაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის რჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
ამიერიდან იგი, უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად იზრუნებს, უნივერსიტეტის ახალ და საინტერესო შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებაზე.
დეტალურ ინფორმაციას მრჩეველთა საბჭოს წევრების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე.
“დაფიქრდი, სანამ აიყვან”
ჯეპრას დიზაინერების ნამუშევარი, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის პრინტ კონკურსში, სპეციალურად მოწვეული, დამოუკიდებელი ჟიურის რჩეული გახდა!
კონკურსი შინაური ცხოველების სათამაშოდ აღქმის პრობლემის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ბიზნესბიბლიოთეკის პროექტი
კახა მაღრაძე რადიოენერჯის პროექტში #ბიზნესსელებრითი
სტრატეგიული კომუნიკაციების ახალი არქიტექტორები
ჯეპრასა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით საკომუნიკაციო პლატფორმა უპრიანი შეიქმნა.
საიტი არის მათთვის, ვინც დასაქმებულია სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, ვინც საკუთარ თავს მომავალში ამ სფეროში ხედავს და უბრალოდ მათთვის, ვისაც სურს სამყაროში ცვალებად ტენდენციებს ფეხდაფეხ მიყვეს.
ამ ყველაფერზე კი მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს კომუნიკაციების სფეროში და სრულიად განსხვავებული რაკურსით უყურებენ მას. ჯეპრას სახელით მადლობა გვინდა ვუთხრათ საქართველოს უნივერსიტეტს და მათ სტუდენტებს თავდაუზოგავი შრომისთვის.
— ნუნუკა ნებურიშვილი, პროექტის მენეჯერი