შეხვედრაზე გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ადგილობრივი ქსელების საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სტრატეგია და პროექტები. ასევე, იმსჯელეს წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.
სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (CSEP) მხარდაჭერით გაიმართა.
“ჯეპრას” აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ჟვანია 2022 წლის დეკემბრიდან გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრია.
„ჯეპრა“ 2017 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერია და მერძევე ქალებისთვის ტრენინგიც ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის კონსულტანტებმა „ფერმერთა სკოლის“ მონაწილეებს ბრენდინგის მიმართულებით ხელშეწყობა შესთავაზეს და მომდევნო თვეების განმავლობაში 5 მერძევე ქალის პროდუქციისთვის ლოგოები და სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ვიზუალური მასალები შექმნეს. მუშაობის დაწყებამდე „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა ქალებისგან მათი ნაწარმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და თითოეულის ისტორია მოისმინეს, რაც საბოლოოდ კონკრეტულ მეწარმეებზე მორგებულ, თანამედროვე ლოგოებზეც აისახა.
პროგრამის დახმარებით, აღმოიფხვრება რეგიონებში მცხოვრებ პაციენტთა მკურნალობაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა.
ონკოლოგიურ პაციენტებს ექნებათ სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობა, გაიზრდება საერთო გადარჩენადობა, შემცირდება სიკვდილიანობის რიცხვი და გაუმჯობესდება უამრავი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი.
საინფორმაციო კამპანიას „ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას“ უზრუნველყოფს ჯეპრა, რომლის მიზანია საქართველოში ონკოლოგიურ მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პაციენტებზე მორგებული მკურნალობის სქემის შემუშავება.
ყველაზე მასშტაბურმა საქველმოქმედო გარბენმა, კახეთში, ფინიშის მანქანის თანხლებით, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, მეათედ აიღო სტარტი.
მსოფლიო რბენის მარათონის გამარჯვებულები ცნობილია. 5 300 მონაწილიდან ქალებს შორის პირველობა მოიპოვა წარმოშობით პოლონელმა დომინიკა სტელმაჩმა. მან 49 კილომეტრი ირბინა. კაცებს შორის გამარჯვებულია ლევან ჩოხელი. ჩოხელმა ირბინა 55 კილომეტრზე მეტი.
საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრასა და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს ამ ბიზნესების მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენდა.
16-17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 21 კარდიოლოგიური კლინიკა ერთ სივრცეში გაერთიანდა. 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის წამყვანი ექიმების მომსახურებით სრულიად უსასყიდლოდ 1200-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.
მოხარულები ვართ, რომ კომპანია “სერვიესთან” ერთად ვიყავით მასშტაბური უფასო სკრინინგის ორგანიზებაში ჩართულები და ჩვენი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის – ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და დაავადების კონტროლის აუცილებლობის ახსნაში. ჰიპერტენზია, ანუ მომატებული არტერიული წნევა, კარდიო-ვასკულური სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში. შესაბამისად, მომატებული არტერიული წნევის ეფექტური მართვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო საზოგადოებისათვის.
მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტო-ს, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (Biofin) ხელშეწყობით შეიქმნა.
ტყის მეგობრის“ მისიაა გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მისცეს ადამიანებს საშუალება მოუარონ და გაახარონ ტყეები.
პროგრამის ფარგლებში ექვსი ახალგაზრდა შევარჩიეთ, მათ წარმატებით გაიარეს გასაუბრებისა და ტესტირების ეტაპები და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გამოცდილება და გახდნენ ჯეპრას გუნდის წევრები!
შეხვედრა კომუნიკაციისა და მარკეტინგის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ეძღვნებოდა. ადგილობრივი მდგომარეობის ანალიზის, საერთაშორისო პრაქტიკის განხილვისა და საინფორმაციო სივრცის კვლევის წარდგენის შემდეგ, დისკუსიის შედეგად კომუნიკაციის სტრატეგიის ძირითადი ელემენტები განისაზღვრა.
ღონისძიება “USAID”-სა და “GRDA”-ს საერთო პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი “საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს” ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე განვითარებაა.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლი, რომელიც კომპანია „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს გააცნობს.
საკომუნიკაციო რგოლის პრეზენტაცია, მის გავრცელებამდე, სპეციალური დახურული ჩვენებით ინფლუენსერებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, ქართველი და უცხოელი ბლოგერებისთვის შედგა.
ღონისძიების ორგანიზება და მენეჯმენტი ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.
USAID Georgia HICD Activity-ს მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია შეიმუშავა.
ევროკავშირის, შვედეთისა, და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ #GRETA -ს ფარგლებში, ჯეპრას გუნდმა 6 საოჯახო სასტუმროსთვის ჩაატარა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ტრენინგები, შეიმუშავა მათთვის ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიები და გაუწია საკონსულტაციო მომსახურება.
პროექტის ფარგლებში, ჯეპრას თანამშრომლები სალომე ქვრივიშვილი და ანუკი ცხოვრებაძე 2 კვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამ რეგიონში: რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში. ტური მოიცავდა შემდეგ სოფლებს: სვერი, გელათი, წესი, ღები, ლახუშდი, უშგული.
გურჯაანში პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოვება, მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაცია, მათი გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა იყო.
წელს ფორუმს, 200 მონაწილე ჰყავდა მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო სპიკერები და ინტელექტუალური თამაშის გუნდი გამოვლინდა.
გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი, ყოველწლიურ სახეს მიიღებს და უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება.
თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“. კონფერენცია ჩატარდა ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით და მიეძღვნა ახალი, ინოვაციური პრეპარატის ვაბისმოს (ფარისიმაბი) შემოსვლას საქართველოს ბაზარზე.
შეხვედრას ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი, საელჩოს წარმომადგენელი, ყაზახეთის საპატიო კონსულები, გაერთიანების დამფუნებლებელი წევრები, კერძოდ, საქართველოში ყაზახური კაპიტალის ან კაპიტალის თანამონაწილეობის მქონე კომპანიების: ხალიკ ბანკი საქართველოs, კაპიტოლ მენეჯმენტიs, რომპეტროლიs „ბათუმის ნავთობ ტერმინალის“, „სილქ როუდ რეალ ისთეითის“, „GK Logistics”-ის წარმომადგენლები და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.
ტაატი ქართული სიტყვაა, რაც ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს სახელი ამ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე ლუდის ბრენდისთვის. „ტაატის“ მირთმევა რეკომენდებულია მოხდეს ტაატით, რათა ადამიანებმა კარგად შეიგრძნონ ამ განსაკუთრებული ინგრედიენტების შეხამება.
“ჯპს კლუბმა” კახა მაღრაძის და ირაკლი კაკაბაძის მასტერკლასს თემაზე „იუმორი ქოფირათინგსა და კომუნიკაციებში უმასპინძლა.
“ჯპს კლუბი” ჯიპისის ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ჯპს-ს ლოიალურ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დაესწრონ უამრავ საინტერესო მასტერკლასს, მიიღონ ახალი გამოცდილება და შეიძინონ საჭირო უნარები პროფესიული ზრდისთვის.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების – წმო-ს ფორმირების საპილოტე პროექტს ახორციელებს. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფერმერებისა და მათი წარმომადგენლების მიერ შექმნილი გაერთიანებაა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცემა საირიგაციო სისტემის გამანაწილებელი ქსელი, რათა მან მისი ეფექტური ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს.
პროექტისთვის სპეციალურად შეირჩა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, კერძოდ, ქვემო სამგორის G16-32 გამანაწილებლების არეალი, რადგან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, უკვე განხორციელდა აქ არსებული საირიგაციო სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. საქართველოში წმო-ების ჩამოყალიბებითა და გამართული ფუნქციონირებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მართვის პრაქტიკა, რაც თითოეული ფერმერისთვის საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით წყლის მიწოდების გარანტიას ნიშნავს!
პროექტი „წმო-ს ფორმირების ხელშემწყობი კომუნიკაცია და საველე ტრენინგების პროგრამა“ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების (ILMDP)” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. წმო სარწყავი წყლის მართვის სისტემაში ფერმერების ჩართულობის ოპტიმალური ფორმაა. „ჯეპრას“ გუნდის საქმიანობა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფერმერების საჭიროებების მუდმივ კვლევასა და მათი გამოწვევების პასუხისმგებელ ორგანოებამდე მიტანას, პროექტის ბენეფიციარი ფერმერებისთვის საველე ტრენინგების ორგანიზებასა და წმო-ს ფორმირების ხელშემწყობ კომუნიკაციას ითვალისწინებდა.