ფესტივალი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია უნიკალური ქვევრის ღვინის და ქართული ბოთლის ღვინის განვითარების ხელშეწყობა, მცირე მეწარმეების აღმოჩენა და მათი ცნობადობის ზრდა. ასევე, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული რესტორანი შარტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედანთან მდებარეობს.
სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“. კამპანიის პრეზენტაციაზე მოხდა სამედიცინო აპარატის დემონსტრირება და დამსწრე საზოგადოებისთვის მისი გამოყენების წესების გაცნობა.
შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის „წუთები წყვეტს…დაუბრუნე სიცოცხლე გულს“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია მედიის წარმომადგენლების ინფორმირების დონის ამაღლება გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორების გამოყენების შესახებ.
ჯეპრას და USA Poultry & Egg Export Council – MENA-ს ორგანიზებით, ამერიკული ქათმის ფრთების მასტერკლასი Culinary Academy of Georgia-იასა და კოლეჯ „იკაროსი“-ში გაიმართა. შეფებმა მანუელ ბარანდამ და ნუცა ბაიაძემ სტუდენტებს სხვადასხვა ტექნიკით განსხვავებული კერძების მომზადება ასწავლეს.
16-19 დეკემბერს, USAPEEC-მა მონაწილეობა მიიღო ორბელიანის მოედანზე გამართულ საშობაო ბაზარზე. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს USAPEEC ჯიხურთან ამერიკული ქათმის ბარკლებით მომზადებული სთრით ფუდით ყველასთვის ცნობილი და საყვარელი შეფ მზარეულები, გაუმასპინძლდნენ (დიმიტრი რჩეულიშვილი, მანჯი, ჯოზი, თინა ოსეფაშვილი)
ჯეპრამ USAID საქართველოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ფარგლებში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმისთვის საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოამზადა. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ტურისტული პაკეტები, დამზადდა საპრომოციო ვიდეო კლიპები და სასახლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები ტურისტული პაკეტების მენეჯმენტისა და ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით.
ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში, თბილისში, ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში მხარდამჭერი აქტივობა მოეწყო.
შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაცია AHF საქართველომ სამოქალაქო და კერძო კომპანიებში ლექციები და ტესტირება ჩაატარა.
ღონისძიებაზე ნამდვილი ოქტობერფესტის განწყობა მუსიკამ, სპეციალურმა თამაშებმა და გერმანულმა ლუდმა „ლოვენბრაუმ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნა. კონკურსის #Lowenfest ფარგლებში, სოციალური ქსელების საშუალებით, ლუდის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეჩინათ შემოქმედებითობა და „ლოვენბრაუსთან“ ერთად ფესტივალის და ბრენდის მიმართ სიყვარული გადმოეცათ. საუკეთესო კონკურსანტებმა დახურულ ღონისძიებაზე შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებული რჩეული მონაწილე მიუნხენში, ოქტობერფესტზე გაემგზავრა.
USAID Georgia HICD Activity-ის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგია. 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, კონკრეტული ქმედებების ერთობლიობას მოიცავს და სააგენტოს მედიასთან და სამიზნე აუდოტორიებთან ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება.
გერმანიის ეკომონიკურმა გაერთიანებამ (DWV) და ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ჩატარეს ერთობლივი ტრენინგი. აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია საკომუნიკაციო რისკების იდენტიფიკაციისა და მართვის ტექნოლოგიების სწავლების შესახებ, კომპანიების რეპუტაციული და ოპერაციული ზიანის თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავებისთვის.
მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ორ რეგიონში, საგარეჯოსა და გორის მიმდებარედ შერჩეულ ტერიტორიებზე, საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია ჩატარდა. შედეგად, ფერმერებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწას ამუშავებენ, საჭირო დროს, საჭირო რაოდენობის წყალი მიეწოდებათ.
პროექტის საერთო ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წლის მიწოდება გაუმჯობესდა 17 000 ჰექტარზე, შესაბამისად სარგებელი მიიღო 10 638-მა მიწის მფლობელმა.
პროექტის მიზანია, ფერმერებს წყლის მიწოდებისა და მართვის პროცესი გაუმარტივოს და უფრო თანამედროვე გახადოს.
ჯეპრას მხარდაჭერით მომზადდა აღნიშნული პროექტის საინფორმაციო ვიდეორგოლი.