2 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.
კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ჩატარდა.
ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ – ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.
მუზეუმისა და USAID საქართველოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების USAID Georgia HICD Activity პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო ორგანიზაცია ჯეპრას ორგანიზებით, მომზადდა მუზეუმის პრომო ვიდეო-რგოლი.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგია უკვე შემუშავდა. 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, კონკრეტული ქმედებების ერთობლიობას მოიცავს და სააგენტოს მედიასთან და სამიზნე აუდოტორიებთან ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება.
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე კომუნიკაციის ექსპერტის ამპლუაში გვიყვება რას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი.
შეხვედრა საქართველოს ჰემოფილიის და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების მიზანია ჰემოფილიის მსოფლიო დღის აღნიშვნა, მადლიერების გამოხატვა ჰემოფილიის მქონე ადამიანების მკურნალობის დაფინანსებისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
ჰემოფილიის მსოფლიო დღის საინფორმაციო კამპანიას ჯეპრას გუნდი უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ჯეპრამ უზრუნველყო ღონისძიების ორგანიზება და მართვა და მედია და სოცმედია მხარდაჭერა.