13 ოქტომბერს საქართველომ ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლა. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილმა და გამორჩეულმა ბრიტანელი ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტია ტარდება. კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ და დღეს მსოფლიოში ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია.
საქართველოში აღმოჩენილი ამბებისა და შთაბეჭდილებების შესახებ IWSC-ის ჟიურის წევრი, მეგან კლარკი საუბრობს.
26 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, თემაზე „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე – მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია ადრეული ფილტვის კიბოს მულტიდისციპლინური მართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.
კამპანიამ „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ სტარტი 2022 წლის 4 თებერვალს, კიბოს მსოფლიო დღეს აიღო. ამ დღეს კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანებამ (UICC) გზავნილით “close the care gap” ყველა ქვეყანას მოუწოდა კიბოს მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ონკოლოგიურ სერვისებზე არასრულფასოვან და არათანაბარ ხელმისაწვდომობაში გამოიხატება.
ევროპა დონა საქართველოსა და კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E -ის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა და მონაწილეობა მიიღეს ექიმებმა, პაციენტებმა, სახელმწიფოსა და მედიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ერთად იმსჯელეს საქართველოში კიბოს მკურნალობის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
2018 წელს გამოცხადებული დაპირება შესრულდა. ჯეპრამ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით 20 ბიზნეს წიგნი ქართულ ენაზე გამოუშვა
ილიაუნის სამოქალაქო ინჟინერიის და არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებმა პროექტის განხორციელების ადგილი და ყველაზე დიდი 9კმ-იანი გვირაბის მშენებლობა მოინახულეს.
5-6 ნოემბერს ხადის ხეობაში, მედიის წარმომადგენლებისთვის, აზრი ლიდერებისთვუს პროექტით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ტური ჩატარდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტი და სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე, სათათბიროს წევრი 20-მდე დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ფერმერთა სათათბიროს სამუშაო მეთოდები, სამოქმედო გეგმა და საკომუნიკაციო სტრატეგია იქნა განხილული
„ორგანიკ ჯორჯიას“ ახალი სტრატეგიისა და განახლებული ბრენდის ღონისძიება გაიმართა ასოციაციის საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს USAID-ის ადამიანის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროგრამა,
ქართული შრიფტი „უკრაინა“ ჯეპრამ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს მიუძღვნა. შრიფტი უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის – „უსტავზე“ დაყრდნობით შეიქმნა. თანამედროვე შრიფტის დიზაინსა და მრავალ ენაზე გაციფრულებაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.
GM PHARMA-ს დაარსებიდან 22 წლის თავზე, 12 მილიონამდე ადამიანი მკურნალობს მისი პროდუქციით ყოველწლიურად საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან GM PHARMA-ს აღიარებაზე მეტყველებს. GM PHARMA 22 წელია ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
„სქრინფლეის“ გუნდთან და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (გაუ) ერთად ჩამოვაყალიბეთ საქართველოში პირველი სცენარისტთა სკოლა და კურსდამთავრებულთა პირველივე ნაკადმა გვაჩვენა, რომ პიარსკოლაზე არანაკლები პოპულარობით ისარგებლებს დაინტერესებულ პირებში.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიულ სცენას ყაზახეთის დედაქალაქის ახალი დასი „ასტანას ბალეტი“ სტუმრობდა. კონცერტები, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანშლაგით დასრულდა. კონტრასტულმა და ამავდროულად, დახვეწილმა პროგრამამ ქართველი მაყურებელი საოცარ სამყაროში ამოგზაურა. პირველ დღეს დასმა ერთმოქმედებიანი ბალეტები „სალომე“ და „A Fuego Lento“ შეასრულა, მეორე დღეს კი ქართველი მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამით „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ წარსდგა.
ფორუმის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, პანდემიის პერიოდში პიარისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მედია