წელს ფესტივალი 424 მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს აერთიანებდა, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა იყო ღვინისა და ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთკავშირი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძველეს პეტროგლიფებს, რომლებიც ფესტივალის ვიზუალური იდენტობის მთავარ ელემენტადაც იქცა.
28 ოქრო, 113 ვერცხლი და 177 ბრინჯაო – ასეთი რეკორდული შედეგით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine and Spirits Judging in Geogia, რომელშიც 150 კომპანიის 420 ღვინო და სპირტიანი სასმელი იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წელს მწარმოებლებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.
საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.
ქართულ საკონკურსო ნიმუშებს რეკორდული რაოდენობის 24 ოქროს მედალი გადაეცათ, მათ შორის, 22 ღვინოს და 2 ბრენდის, ხოლო ვერცხლის მედალი 109 ღვინოსა და 4 სპირტიან სასმელს ერგო. როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, შარშანდელთან შედარებით როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მედლების რაოდენობა 36-36%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წელთან მიმართებაში ვერცხლის მედლის მფლობელთა მაჩვენებელი, გაორმაგებულია.
თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” მე-4 და მე-5 პავილიონში, ჰიპერტენზიის უფასო მასშტაბური გასინჯვები გაიმართა.ერთ სივრცეში 22 წამყვანი კლინიკა იყო წარმოდგენილი.
2000 პაციენტმა მიიღო უფასო კარდიოლოგიური, ანგიოლოგიური კონსულტაციები და საბაზისო კვლევები ჩაიტარა.
ორდღიანი გასინჯვები საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა და ფრანგული კომპანია “სერვიეს” მხარდაჭერით, ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის “გაიზომე წნევა”, ამას შენთვის გეუბნები” ფარგლებში ჩატარდა.
თბილისში, აშშ-ს ფრინველისა და კვერცხის ექსპორტის საბჭოს (USAPEEC) და „ჯეპრას“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება თემაზე – „ფრინველის ნედლი და მზა პროდუქტების სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება“.
ღონისძიების პირველ დღეს სემინარს სპეციალურად ამ დღისთვის აშშ-დან მოწვეული ექსპერტი, Amit Morey, უძღვებოდა. ღონისძიების მეორე დღეს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად შეხვედროდნენ მოწვეულ პროფესორს და მიეღოთ რეკომენდაციები საკუთარ წარმოებაში სურსათის უვნებლობის რისკების შესამცირებლად.
რეი დალიო, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და მეწარმე, გვიზიარებს იმ არატრადიციულ პრინციპებს, რომლებიც მან შეიმუშავა, დახვეწა და გამოიყენა ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში, რათა უნიკალური შედეგებისთვის მიეღწია როგორც ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში. პრინციპებს, რომელთა ათვისება და გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას საკუთარი მიზნების მისაღწევად.
რეი დალიოს პრინციპები უკვე 21-ე წიგნია, რომელიც პროექტ „ბიზნესლიტერატურის“ ფარგლებში გამოვეცით ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
რესტორნები ოფიციალურად 1 ოქტომბერს, ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში, საზეიმოდ გაიხსნა. გოთუას რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, ამერიკის საელჩო, მაკდონალდსის თანამშრომლები, ერთგული მომხმარებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
12 წლის წინ კომპანიის დაარსების შემდეგ, ეს ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებაა.
თბილისის ტერმინალის გახსნის ცერემონიალს ავსტრიის ელჩი საქართველოში რობერტ გერშნერი, Gebruder Weiss-ის რეგიონული მენეჯერი-ტომას მოზერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზება და მედიამხარდაჭერა ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.
ფოტოპროექტი მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს ოფთალმოლოგიური დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას.
ნამუშევრები ასაკთან და დიაბეტთან დაკავშირებული ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მხედველობასა და შეგრძნებებს აღწერს.
თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად, შესაძლებელია მხედველობის აღდგენა, გაუმჯობესება და შენარჩუნება.
ფოტოპროექტის საინფორმაციო კამპანია და ღონისძიების მოწყობა ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.
აჭარის რეგიონს ტურისტული კომპანიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის ოცდახუთი წარმომადგენელი, ინფლუენსერი და ფოტოგრაფი ეწვია.
მედიატურის ფარგლებში სტუმრებმა, პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერეს, იქ მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებსა და ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის ფრაგმენტების გაწმენდის პროცესს გაეცნენ, ასევე ეწვივნენ გონიოს ციხეს, ბათუმში არსებულ ძეგლებს, მახუნცეთის ჩანჩქერს და თამარის ხიდს, ხიხანის ციხეს და ა.შ.
27 ნოემბერს სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ტრაბზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის სავაჭრო მისია. B2B ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის 10-მა წამყვანმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ.
ხოლო 4 დეკემბერს სასტუმრომ „პულმან თბილისი“-უმასპინძლა თურქეთის ფოლადის ექსპორტიორთა ასოციაციის საერთაშორისო სავაჭრო მისიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თურქეთის 28 წამყვანმა სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიამ.
ორივე სავაჭრო მისიაში მონაწილეობით ადგილობრივი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები თურქეთის წამყვან მწარმოებლებთან, მათ ასევე გამართეს პირისპირ მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან, გაეცვნენ უახლეს პროდუქციას და ინოვაციურ გადაწყვეტებს.
ნიკოლოზ გვარმიანმა და ელენე ქაჩლიშვილმა ჯეპრას სტაჟირების ექვს თვიანი პროგრამა გაიარეს.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სასერტიფიკატო დიპლომები, ხოლო კურსის ორი საუკეთესო სტუდენტი სარეკომენდაციო წერილითაც დაჯილდოვდა.
სქრინფლეი – სცენარისტთა პირველი სკოლაა საქართველოში, რომლის დამფუძნებლები ჯეპრასთან ერთად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და სცენარისტი და რეჟისორი გოჩა კორხელაური არიან.
კურსი საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით – გახდნენ პროფესიონალი სცენარისტები.