2025 წლის შეფასება ჩვევებს მივუძღვენით. ჩვენ ჩვევებით ვცხოვრობთ, დილიდან საღამომდე, სამუშაო მაგიდასთან თუ სახლში. ისინი განსაზღვრავს რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და საბოლოოდ, ვინ ვართ. იგივე ეხება პროექტების მართვასაც, როგორ ვგეგმავთ, როგორ ვასრულებთ და როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყველაფერი ჩვევებზეა აგებული. სწორედ ამიტომ ამ წელს ჩვენს თანამშრომლებს ვკითხეთ რომელი ჩვევები ეხმარებოდათ სამუშაოში და რომელი აფერხებდათ.
ჯეპრამ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად ფანდრაიზინგ კამპანია დაიწყო. კამპანია მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვას და ინკლუზიური გარემოს შექმნას საქართველოში.
კამპანიის ფარგლებში შეგროვებული სახსრები მიმართული იქნება განათლების თანაბარი შესაძლებლობების, ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და დასაქმების ხელშეწყობისკენ — იმ სფეროებისკენ, სადაც დაუნის სინდრომის მქონე თვითადვოკატები ყოველდღიურად აწყდებიან სისტემურ დაბრკოლებებს. კამპანია ასევე ორიენტირებულია საზოგადოებაში არსებული სტიგმების დაძლევასა და ცნობიერების ამაღლებაზე.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება თემაზე „ინკლუზია პრაქტიკაში: ადამიანზე მორგებული დასაქმების მოდელი”.
შეხვედრას დაესწრნენ შშმ პირთა თვითადვოკატები, დამსაქმებლები და ექსპერტები.
სოციალურმა საწარმო “ბაბალემ” წარმოადგინა პროფორიენტაციისა და დასაქმების პროგრამის შედეგები და ახალი ინკლუზიური დასაქმების მოდელი, რომელიც დამსაქმებლის გარემოსა და თანამშრომელთა მომზადებას მოიცავს.
დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენლებმა და თვითადვოკატებმა დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო კომპანია „ჯეპრასა” და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ერთობლივი ფანდრაიზინგის კამპანია – „შენ გარეშე არ გამოვა”, რომელიც საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
კამპანია „შენ გარეშე არ გამოვა” არის რეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესსა და საზოგადოებას ერთად შექმნას ცვლილება, მხარდაჭერის გაძლიერება, რესურსების მობილიზება და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრება.
IDS ბორჯომი საქართველომ, როგორც დარგის ლიდერმა და ნოვატორმა კომპანიამ, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბორჯომის ახალი ქარხანა აშენდა ყვიბისში, ყოფილი N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.
„ეფეს საქართველო” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც „ტყის მეგობარს” შემოუერთდა. კომპანიის ინიციატივით, გასულ წელს, თიანეთში ტყის აღდგენის ღონისძიებები 12 ჰა ფართობზე განხორციელდა.
ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში გაიმართა უფასო ჰიპერტენზიის სკრინინგი, სადაც 21 წამყვანი კლინიკის კარდიოლოგმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება იმართებოდა საინფორმაციო-სამედიცინო კამპანიის „ამას შენთვის გეუბნები“ ფარგლებში, რომლის მიზანია 2027 წლისთვის ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებლის 50%-მდე შემცირება საქართველოში.
ამ დღის აღსანიშნავად, მშობელთა ორგანიზაცია “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას” ინიციატივით, კამპანიის “მივცეთ ძალა” ფარგლებში, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიამ უშუალოდ პაციენტებისა და მათი მშობლებისგან მოისმინა, თუ როგორია ცხოვრება დუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ერთად.
პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე ისაუბრეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმაც. ასევე, ხაზი გაუსვეს ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების ჩართულობის მნიშვნელობას პაციენტებისთვის ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსებისთვის.
ღონისძიებაზე ადგილობრივმა და საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტებმა დაავადების კლინიკურ პრაქტიკაზე, პაციენტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
კონფერენციაზე უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს წარუდგინეს დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი – ეგზონის გამოტოვების თერაპია.
კონურსზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარდგენილი. ჟიურიმ 3 დამსახურებული გამარჯვებული გამოავლინა:
🥇 I ადგილი – მარიკა ბაკურაძე, ტელეკომპანია იმედი: https://bit.ly/42ZHyyb
🥈 II ადგილი – ნინუცა წულუკიძე, პალიტრა ჰოლდინგი: https://bit.ly/4lR79B4
🥉 III ადგილი – თამარ მამაცაშვილი, მკურნალი: https://bit.ly/4cSmptm
შეხვედრა ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდით მოეწყო და მიზნად ისახავდა ჰემოფილიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მისი მართვის პრაქტიკის გაზიარებას.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ექიმი – ჰემატოლოგები, ექსპერტები, პაციენტები, მხარდამჭერები და ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.
ჯეპრამ განახორციელა სოფლის განვითარების სააგენტოს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამისა და ენერგოეფექტური ღუმელების გაყიდვების ხელშეწყობის მარკეტინგული პროექტი, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება პროგრამის და ენერგოეფექტური გათბობის ტექნოლოგიების შესახებ და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში ჯეპრამ შეიმუშავა საკომუნიკაციო სტრატეგია და განახორციელა მრავალარხიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავდა სოციალურ მედიას, ციფრულ მედია განთავსებებს, რეგიონულ სატელევიზიო რეკლამას, ვიდეორგოლებისა და ონლაინ ბანერების შექმნას, გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებას და სარეალიზაციო პუნქტებში ღუმელების შეტანას.
ასევე განხორციელდა ბაზრის კვლევა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მომზადდა ინდივიდუალური მარკეტინგული სტრატეგიები, ბრენდინგი და სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალა. პროექტმა ხელი შეუწყო ენერგოეფექტური ღუმელების შესახებ ცნობადობის ზრდას და მწარმოებლების მარკეტინგული შესაძლებლობების გაძლიერებას.
საქართველოში IWSC-ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ჟიურიმ არა მხოლოდ ქართული და სომხური ღვინოები დააგემოვნა, არამედ რეგიონის სპირტიანი სასმელებიც შეაფასა. დეგუსტაციის დასრულების შემდეგ ჩვენ გავესაუბრეთ პანელის წევრებს, რათა გაგვეგო მათი შთაბეჭდილებები კონკურსთან დაკავშირებით.
საქართველოში გამართული IWSC-ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი, რომელიც გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით ჩატარდა, საქართველოდან და სომხეთიდან თითქმის 400 ნიმუშს მოიცავდა.
IWSC-მ ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინე გამოავლინა. ჯილდო განკუთვნილია იმ 35 წლამდე ასაკის მეღვინეებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ღვინის IWSC-ის კონკურსზე წარდგენაში. რეგისტრაცია IWSC Georgia-ს ონლაინ პლატფორმაზე იყო შესაძლებელი, გამარჯვებულები IWSC-ის კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოების შეფასების შედეგად ქულების მიხედვით გამოვლინდნენ.
