12 ოქტომბერს, გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალს წელს 30 000-მდე შიდა და საერთაშორისო ტურისტი ესტუმრა მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან.

ღონისძიების სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. მოეწყო ღვინის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშო, რეკრეაციული და სხვა ტიპის სივრცეები, სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები.

ფესტივალის ორგანიზება ჯეპრამ უზრუნველყო.

იხილეთ ფოტოები

ნამუშევრები

  • სატესტო ნამუშევარი

     

  • სატესტო ნამუშევარი (2)

     

  • სატესტო ნამუშევარი (3)

     

ამბები

სიახლე
ბლოგი
ღონისძიებები
  • "მაკდონალდს საქართველომ" თბილისში ორი ახალი რესტორანი გახსნა
  • "მაკდონალდს საქართველომ" თბილისში ორი ახალი რესტორანი გახსნა

     

    "მაკდონალდს საქართველო" მომხმარებელს ორ ახალ ლოკაციაზე - გოთუას ქუჩა #7-სა და ვაჟა-ფშაველას გამზირი #71-ში მოემსახურება. რესტორნების ოფიციალური გახსნა 1 ოქტომბერს შედგა.

    გოთუას ქუჩაზე მდებარე რესტორანი გამორჩეულია ეკომეგობრული მიდგომებით - აღჭურვილია მზის პანელებით, ელექტრომობილების დამტენი სადგურებითა და მწვანე კედლით.

    გახსნის ცერემონიას დაესწრნენ "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

    ღონისძიების ორგანიზება და მედიაკომუნიკაცია ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.

  • დედაენის ბაღში გერმანული ფესტივალი ოქტობერფესტი გაიმართა
  • დედაენის ბაღში გერმანული ფესტივალი ოქტობერფესტი გაიმართა

     

    28-29 სექტემბერს დედაენის ბაღმა ბავარიული ოქტობერფესტი უმასპინძლა. ორდღიანი ფესტივალი ტრადიციული კასრის გახსნის ცერემონიით გაიხსნა და სტუმრებს ნამდვილი გერმანული დღესასწაულის განწყობა შესთავაზა.

    Lowenbrau-ს ორგანიზებით, ფესტივალზე სახალისო კონკურსები და შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულისთვის მთავარი პრიზი - მიუნხენის ოქტობერფესტზე დასასწრები საგზური იყო გათვალისწინებული.

    ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გერმანული ლუდი და ტრადიციული კერძები, ასევე მოესმინათ ბავარიული მუსიკისთვის და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.

    ფესტივალის მედიამხარდაჭერას ჯეპრას გუნდი უზრუნველყოფდა.

  • ჯეპრას მხარდაჭერით რეი დალიოს "პრინციპები" ქართულად გამოიცა
  • ჯეპრას მხარდაჭერით რეი დალიოს "პრინციპები" ქართულად გამოიცა

     

    გამომცემლობა "პალიტრა L"-თან თანამშრომლობით, პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში, ქართველ მკითხველს მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული ინვესტორისა და მეწარმის, რეი დალიოს წიგნი "პრინციპები" წარედგინა.

    წიგნში ავტორი საუბრობს იმ არატრადიციულ მიდგომებზე, რომლებიც მან ორმოცი წლის განმავლობაში შეიმუშავა და დახვეწა. ეს პრინციპები მას დაეხმარა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში წარმატების მიღწევაში. დალიოს გამოცდილება და რჩევები სასარგებლო იქნება როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის.

    "პრინციპები" რიგით 21-ე წიგნია, რომელიც "ბიზნესლიტერატურის" პროექტის ფარგლებში გამოიცა. წიგნის შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და ონლაინ პლატფორმაზე.

კორპორაციული პასუხისმგებლობა