2023 წლის 14 დეკემბერს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მოვლენა მოხდა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნულ პროცესს ძლიერი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შედეგები მოაქვს. გაფართოებამ აჩვენა, რომ უზარმაზარი სარგებელი მიიღეს როგორც ევროკავშირში ახლად გაწევრიანებულმა ქვეყნებმა, ასევე თავად ევროკავშირმაც.

 

ჯეპრას 2023 წლის წლიური ანგარიში სწორედ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა. ერთი მხრივ, ჩვენი ანგარიში კანდიდატის სტატუსის და წევრობის დადებით მხარეებს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენს შესრულებულ პროექტებს მიეძღვნა.