ჯეპრას პროექტები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი – ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში

2017 წლიდან გურჯაანის ღვინის ფესტივალი ღვინის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, თავბრუდამხვევი და მრავალფეროვანი ღვინოების დეგუსტაციით, შეფების კულინარიული მასტერკლასებით, გასაოცარი კახური სუფრით, თათარათი და ჩურჩხელით, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსებით, ფოლკლორული მრავალხმიანობითა და მრავალხმიანი თანამედროვე მუსიკით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი – 2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალს 7 წლიანი ისტორია აქვს

ფესტივალი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია უნიკალური ქვევრის ღვინის და ქართული ბოთლის ღვინის განვითარების ხელშეწყობა, მცირე მეწარმეების აღმოჩენა და მათი ცნობადობის ზრდა. ასევე, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

IWSC 2024 Wine Judging in Georgia
IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ – საქართველოდან დაიწყო. სამდღიანი დეგუსტაცია და 500-ზე მეტი გასინჯული ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ღვინოები.
საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსმა International Wine & Spirit Competition – IWSC-მა საქართველოში მეორე ფართომასშტაბიანი კონკურსი ჩაატარა.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების: წმო-ს ფორმირების საპილოტე პროექტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების – წმო-ს ფორმირების საპილოტე პროექტს ახორციელებს. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფერმერებისა და მათი წარმომადგენლების მიერ შექმნილი გაერთიანებაა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცემა საირიგაციო სისტემის გამანაწილებელი ქსელი, რათა მან მისი ეფექტური ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს.

პროექტისთვის სპეციალურად შეირჩა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, კერძოდ, ქვემო სამგორის G16-32 გამანაწილებლების არეალი, რადგან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, უკვე განხორციელდა აქ არსებული საირიგაციო სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. საქართველოში წმო-ების ჩამოყალიბებითა და გამართული ფუნქციონირებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მართვის პრაქტიკა, რაც თითოეული ფერმერისთვის საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით წყლის მიწოდების გარანტიას ნიშნავს!

საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფორმირების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტრენინგები ჩატარდა

პროექტი „წმო-ს ფორმირების ხელშემწყობი კომუნიკაცია და საველე ტრენინგების პროგრამა“ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების (ILMDP)” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. წმო სარწყავი წყლის მართვის სისტემაში ფერმერების ჩართულობის ოპტიმალური ფორმაა.

„ჯეპრას“ გუნდის საქმიანობა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფერმერების საჭიროებების მუდმივ კვლევასა და მათი გამოწვევების პასუხისმგებელ ორგანოებამდე მიტანას, პროექტის ბენეფიციარი ფერმერებისთვის საველე ტრენინგების ორგანიზებასა და წმო-ს ფორმირების ხელშემწყობ კომუნიკაციას ითვალისწინებდა.

გურჯაანში პირველად საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი IYF გაიმართა

გურჯაანში პირველად საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება, მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაცია, მათი გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა იყო.

წელს ფორუმს 200 მონაწილე ჰყავდა მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო სპიკერები და ინტელექტუალური თამაშის გუნდი გამოვლინდა. გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი, ყოველწლიურ სახეს მიიღებს და უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება.

B2B ფორუმი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის
სამწლიანი შესვენების შემდეგ 𝗪𝗶𝗻𝗴𝘀 𝗳𝗼𝗿 𝗟𝗶𝗳𝗲 𝗪𝗼𝗿𝗹𝗱 𝗥𝘂𝗻 კახეთში დაბრუნდა
ჯეპრას საორგანიზაციო გუნდი მსოფლიო რბენაზე
2023 წლის “მსოფლიო რბენის მარათონს” სამი გამარჯვებული ჰყავს