ჯეპრას პროექტები

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესების პროექტი

USAID Georgia HICD Activity-ის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგია. 2 წლიანი სამოქმედო გეგმა სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, კონკრეტული ქმედებების ერთობლიობას მოიცავს და სააგენტოს მედიასთან და სამიზნე აუდოტორიებთან ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება.

კომუნიკაციისა და მარკეტინგის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროექტი ,,ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის“

ჯეპრამ USAID საქართველოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ფარგლებში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმისთვის საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოამზადა. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ტურისტული პაკეტები, დამზადდა საპრომოციო ვიდეო კლიპები და სასახლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები ტურისტული პაკეტების მენეჯმენტისა და ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით.

დადიანების მუზეუმის თანამშრომლებს ჯეპრას კონსულტანტებმა სტრატეგიული კომუნიკაციის და ეფექტური ციფრული კომუნიკაციის თემაზე ტრენინგები ჩაუტარეს.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა დამფუძნებელ წევრებს გაერთიანების 2021-2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

შეხვედრას ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი, საელჩოს წარმომადგენელი, ყაზახეთის საპატიო კონსულები, გაერთიანების დამფუნებლებელი წევრები, კერძოდ, საქართველოში ყაზახური კაპიტალის ან კაპიტალის თანამონაწილეობის მქონე კომპანიების: ხალიკ ბანკი საქართველოს, კაპიტოლ მენეჯმენტის, რომპეტროლის „ბათუმის ნავთობ ტერმინალის“, „სილქ როუდ რეალ ისთეითის“, „GK Logistics”-ის წარმომადგენლები და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.

მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში

ბათუმში USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეგიონული კონფერენცია თემაზე “„მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში“. შეხვედრას პროგრამის წარმომადგენლები, საკონსულტაციო კომპანიები და პროგრამის ბენეფიციარები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, ინსტიტუციური განვითარების სირთულეებზე, გამოწვევების დაძლევის გზებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ ახალ მიდგომებზე. გაიმართა ექსპერტთა პანელური დისკუსიებიც.

ჯეპრას კონსულტანტებმა ასოციაცია “ორგანიკ ჯორჯიას” საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა რებრენდინგი, ასევე მომზადდა ასოციაციის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

#GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა

ევროკავშირის შვედეთისა, და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ #GRETA -ს ფარგლებში, ჯეპრას გუნდმა 6 საოჯახო სასტუმროსთვის ჩაატარა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ტრენინგები, შეიმუშავა მათთვის ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიები და გაუწია საკონსულტაციო მომსახურება.

პროექტის ფარგლებში, ჯეპრას თანამშრომლები სალომე ქვრივიშვილი და ანუკი ცხოვრებაძე 2 კვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამ რეგიონში: რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში. ტური მოიცავდა შემდეგ სოფლებს: სვერი, გელათი, წესი, ღები, ლახუშდი, უშგული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასთან დაკავშირებით 8 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო-ს და USAID Georgia HICD Activity-ს წარმომადგენლები და ჯეპრას კონსულტანტები. პროექტი ითვალისწინებს ორწლიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას.

USAID Georgia HICD Activity მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.
“ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია
საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოში” სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა კომუნიკაციისა და მარკეტინგის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ეძღვნებოდა. ადგილობრივი მდგომარეობის ანალიზის, საერთაშორისო პრაქტიკის განხილვისა და საინფორმაციო სივრცის კვლევის წარდგენის შემდეგ, დისკუსიის შედეგად კომუნიკაციის სტრატეგიის ძირითადი ელემენტები განისაზღვრა.

ღონისძიება “USAID”-სა და “GRDA”-ს საერთო პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი “საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს” ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე განვითარებაა.

სამუშაო შეხვედრა ფერმერთა ასოციაცია “ორგანიკ ჯორჯიასა” და USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროგრამის წარმომადგენლების მონაწილეობით
აუდიტორული საერთაშორისო კომპანია ქუდოსისა Kudos Georgia და ჯეპრას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა სტრატეგიული სესია იბერია რეფრეშმენტის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.
ახალციხის (რაბათის) ციხის კომუნიკაციის და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერების პროგრამა

USAID Georgia HICD Activity -ის აქტიური მუშაობა გრძელდება ახალციხის (რაბათის) ციხის კომუნიკაციის და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში. ექსპერტებმა, რაბათის კომპლექსში გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს ,,ახალციხის ციხის“ გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგია და მისი ეფექტიანად განხორციელების სამოქმედო გეგმა.