ჯეპრას პროექტები

ოქტობერფესტს საქართველოში “გერმანულმა ლუდმა „ლოვენბრაუ“-მ უმასპინძლა

ღონისძიებაზე ნამდვილი ოქტობერფესტის განწყობა მუსიკამ, სპეციალურმა თამაშებმა და გერმანულმა ლუდმა „ლოვენბრაუმ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნა.

კონკურსის #Lowenfest ფარგლებში, სოციალური ქსელების საშუალებით, ლუდის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეჩინათ შემოქმედებითობა და „ლოვენბრაუსთან“ ერთად ფესტივალის და ბრენდის მიმართ სიყვარული გადმოეცათ.

საუკეთესო კონკურსანტებმა დახურულ ღონისძიებაზე შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებული რჩეული მონაწილე მიუნხენში, ოქტობერფესტზე გაემგზავრა.

გუდვილმა შეფ მიშა ავსაჯანიშვილთან თანამშრომლობა დაიწყო
ამერიკული ქათმის მომზადების მასტერკლასები

ჯეპრას და USA Poultry & Egg Export Council – MENA-ს ორგანიზებით, ამერიკული ქათმის ფრთების მასტერკლასი Culinary Academy of Georgia-იასა და კოლეჯ „იკაროსი“-ში გაიმართა. შეფებმა მანუელ ბარანდამ და ნუცა ბაიაძემ სტუდენტებს სხვადასხვა ტექნიკით განსხვავებული კერძების მომზადება ასწავლეს.

ამერიკული ქათმის ბარკლებით მომზადებული სთრით ფუდი თბილისის საახალწლო სოფელში

USAPEEC-მა მონაწილეობა მიიღო ორბელიანის მოედანზე გამართულ საშობაო ბაზარზე. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს USAPEEC ჯიხურთან ამერიკული ქათმის ბარკლებით მომზადებული სთრით ფუდით ყველასთვის ცნობილი და საყვარელი შეფ მზარეულები, გაუმასპინძლდნენ (დიმიტრი რჩეულიშვილი, მანჯი, ჯოზი, თინა ოსეფაშვილი)

მაკდონალდსის ახალი საკომუნიკაციო კამპანია “ჰეფი მილი – ჯადოსნური სურვილების ყუთი” ჯეპრამ უზრუნველყო
თბილისში ქვეყნის მასშტაბით მაკდონალდსის 23-ე რესტორანი გაიხსნა

ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული რესტორანი შარტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედანთან მდებარეობს.

კომპანია „ეფეს საქართველომ” მედიის წარმომადგენლებისთვის პრემიუმ კრაფტ ლუდის ახალი ბრენდის „ტაატი“ პრეზენტაცია გამართა

ტაატი ქართული სიტყვაა, რაც ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს სახელი ამ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე ლუდის ბრენდისთვის. „ტაატის“ მირთმევა რეკომენდებულია მოხდეს ტაატით, რათა ადამიანებმა კარგად შეიგრძნონ ამ განსაკუთრებული ინგრედიენტების შეხამება.

„ბორჯომის“ კამპანიის „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ პრეზენტაცია
ბორჯომმა“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ წარადგინა

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლი, რომელიც კომპანია „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს გააცნობს. საკომუნიკაციო რგოლის პრეზენტაცია, მის გავრცელებამდე, სპეციალური დახურული ჩვენებით ინფლუენსერებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, ქართველი და უცხოელი ბლოგერებისთვის შედგა. ღონისძიების ორგანიზება და მენეჯმენტი ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.

ეფეს საქართველო “ტყის მეგობრის” პირველი პარტნიორი გახდა
მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“

მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტო-ს, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (Biofin) ხელშეწყობით შეიქმნა. ტყის მეგობრის“ მისიაა გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მისცეს ადამიანებს საშუალება მოუარონ და გაახარონ ტყეები.