ევროკავშირის შვედეთისა, და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ #GRETA -ს ფარგლებში, ჯეპრას გუნდმა 6 საოჯახო სასტუმროსთვის ჩაატარა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ტრენინგები, შეიმუშავა მათთვის ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიები და გაუწია საკონსულტაციო მომსახურება.
პროექტის ფარგლებში, ჯეპრას თანამშრომლები სალომე ქვრივიშვილი და ანუკი ცხოვრებაძე 2 კვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამ რეგიონში: რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში. ტური მოიცავდა შემდეგ სოფლებს: სვერი, გელათი, წესი, ღები, ლახუშდი, უშგული.