მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში

ბათუმში USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეგიონული კონფერენცია თემაზე “„მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში“. შეხვედრას პროგრამის წარმომადგენლები, საკონსულტაციო კომპანიები და პროგრამის ბენეფიციარები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, ინსტიტუციური განვითარების სირთულეებზე, გამოწვევების დაძლევის გზებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ ახალ მიდგომებზე. გაიმართა ექსპერტთა პანელური დისკუსიებიც.

ჯეპრას კონსულტანტებმა ასოციაცია “ორგანიკ ჯორჯიას” საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა რებრენდინგი, ასევე მომზადდა ასოციაციის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *