ჯეპრას პროექტები

ფილტვის კიბო – შევცვალოთ წარმოდგენა

ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში, თბილისში, ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში მხარდამჭერი აქტივობა მოეწყო.

#დავძლიოთსტიგმა და “შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე” კამპანიაში ცნობადი სახეები ჩაერთნენ
საინფორმაციო კამპანია „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“

სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“. კამპანიის პრეზენტაციაზე მოხდა სამედიცინო აპარატის დემონსტრირება და დამსწრე საზოგადოებისთვის მისი გამოყენების წესების გაცნობა.

გულის რიტმის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა მედიასემინარი თემაზე „გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა“

შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის „წუთები წყვეტს…დაუბრუნე სიცოცხლე გულს“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია მედიის წარმომადგენლების ინფორმირების დონის ამაღლება გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორების გამოყენების შესახებ.

24 დეკემბერს, ზუგდიდში გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების შესახებ საინფორმაციო კამპანიის „წუთები წყვეტს… დაუბრუნე სიცოცხლე გულს“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში

თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“. კონფერენცია ჩატარდა ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით და მიეძღვნა ახალი, ინოვაციური პრეპარატის ვაბისმოს (ფარისიმაბი) შემოსვლას საქართველოს ბაზარზე.

საინფორმაციო კამპანიის და ღონისძიების დაგეგმვასა და მართვას ჯეპრა ახორციელებდა
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე

16-17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 21 კარდიოლოგიური კლინიკა ერთ სივრცეში გაერთიანდა. 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის წამყვანი ექიმების მომსახურებით სრულიად უსასყიდლოდ 1200-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა. მოხარულები ვართ, რომ კომპანია “სერვიესთან” ერთად ვიყავით მასშტაბური უფასო სკრინინგის ორგანიზებაში ჩართულები და ჩვენი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის – ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და დაავადების კონტროლის აუცილებლობის ახსნაში. ჰიპერტენზია, ანუ მომატებული არტერიული წნევა, კარდიო-ვასკულური სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში. შესაბამისად, მომატებული არტერიული წნევის ეფექტური მართვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო საზოგადოებისათვის.

ჯეპრას გუნდი ხუთი წელია “სერვიეს” ორგანიზებულ ჰიპერტენზიის გლობალურ საინფორმაციო კამპანიას “გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები” უზრუნველყოფს
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოში ონკოპაციენტების ინდივიდუალურად დაფინანსების პროგრამა ამოქმედდა.
გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით გაიმართა იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
იშვიათი დაავადების მსოფლიო დღე
კონდომის საერთაშორისო დღე, 13 თებერვალი (ICD) – მსოფლიო კამპანიას AHF საქართველოც უერთდება
შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია

შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაცია AHF საქართველომ სამოქალაქო და კერძო კომპანიებში ლექციები და ტესტირება ჩაატარა.

შეხვედრა თემაზე „გავაუმჯობესოთ ონკოჰემატოლოგიური პაციენტების სიცოცხლე“
კიბოს მსოფლიო დღე – World Cancer Day