USAID გერმანიის ეკომონიკურმა გაერთიანებამ (DWV) და ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ჩატარეს ერთობლივი ტრენინგი. აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია საკომუნიკაციო რისკების იდენტიფიკაციისა და მართვის ტექნოლოგიების სწავლების შესახებ, კომპანიების რეპუტაციული და ოპერაციული ზიანის თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავებისთვის.
მარტი საკურას ყვავილობის თვეა, ამიტომ ეს მოვლენა ჯეპრას საქმიანობაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების იაპონური გამოცდილების გამოყენების მაგალითებს დაეთმო.
ბიზნესპარტნიორი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდამჭერით ახორციელებდა მედიაპროექტს გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში.
პროექტი მიზნად ისახავდა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, სატელევიზიო გადაცემებისა და სხვა სოციალური პლატფორმების საშუალებით.
ერთ-ერთი პროდუქტი რომელიც, პროექტის ფარგლებში შეიქმნა იყო პოდკასტი. წლის განმავლობაში გადაცემას ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი უძღვებოდა.
ყველა პოდკასტის მოსასმენად ეწვიეთ Spotify-ს ბმულს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ჯეპრას შორის თანამშრომლობის საფუძველზე წალენჯიხასა და ზუგდიდში ჯეპრას კონსულტანტებმა მერძევე ქალებს ტრენინგი “ ბრენდინგი და კომუნიკაცია” ჩაუტარეს.
ტრენინგი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრის შემდეგ 75 მეწარმე ქალს გადაეცათ სერტიფიკატები.
„ჯეპრა“ 2017 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერია და მერძევე ქალებისთვის ტრენინგიც ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის კონსულტანტებმა „ფერმერთა სკოლის“ მონაწილეებს ბრენდინგის მიმართულებით ხელშეწყობა შესთავაზეს და მომდევნო თვეების განმავლობაში 5 მერძევე ქალის პროდუქციისთვის ლოგოები და სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ვიზუალური მასალები შექმნეს.
მუშაობის დაწყებამდე „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა ქალებისგან მათი ნაწარმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და თითოეულის ისტორია მოისმინეს, რაც საბოლოოდ კონკრეტულ მეწარმეებზე მორგებულ, თანამედროვე ლოგოებზეც აისახა.