16-17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 21 კარდიოლოგიური კლინიკა ერთ სივრცეში გაერთიანდა. 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის წამყვანი ექიმების მომსახურებით სრულიად უსასყიდლოდ 1200-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა. მოხარულები ვართ, რომ კომპანია “სერვიესთან” ერთად ვიყავით მასშტაბური უფასო სკრინინგის ორგანიზებაში ჩართულები და ჩვენი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის – ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და დაავადების კონტროლის აუცილებლობის ახსნაში. ჰიპერტენზია, ანუ მომატებული არტერიული წნევა, კარდიო-ვასკულური სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში. შესაბამისად, მომატებული არტერიული წნევის ეფექტური მართვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო საზოგადოებისათვის.