ყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს, მსოფლიოში იშვიათი დაავადებების დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ სირთულეების შესახებ, რომელთან გამკლავებაც იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებს ყოველდღიურად უწევთ.
გლობალურ მოძრაობას ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. ისინი საკუთარ მხარდაჭერას კამპანიის Light Up for Rare ფარგლებში ქალაქის მონუმენტის განათებით გამოხატავენ. 28 თებერვალს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების დღის ფერებში განათდა