პროგრამის დახმარებით აღმოიფხვრება რეგიონებში მცხოვრებ პაციენტთა მკურნალობაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა.
ონკოლოგიურ პაციენტებს ექნებათ სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობა, გაიზრდება საერთო გადარჩენადობა, შემცირდება სიკვდილიანობის რიცხვი და გაუმჯობესდება უამრავი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი.
საინფორმაციო კამპანიას „ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას“ უზრუნველყოფს ჯეპრა, რომლის მიზანია საქართველოში ონკოლოგიურ მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პაციენტებზე მორგებული მკურნალობის სქემის შემუშავება.