UN Women: ჯეპრა მერძევე ქალებს საქმიანობის განვითარებაში ეხმარება

„ჯეპრა“ 2017 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერია და მერძევე ქალებისთვის ტრენინგიც ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის კონსულტანტებმა „ფერმერთა სკოლის“ მონაწილეებს ბრენდინგის მიმართულებით ხელშეწყობა შესთავაზეს და მომდევნო თვეების განმავლობაში 5 მერძევე ქალის პროდუქციისთვის ლოგოები და სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ვიზუალური მასალები შექმნეს.

მუშაობის დაწყებამდე „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა ქალებისგან მათი ნაწარმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და თითოეულის ისტორია მოისმინეს, რაც საბოლოოდ კონკრეტულ მეწარმეებზე მორგებულ, თანამედროვე ლოგოებზეც აისახა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *