2025 წელი ხელოვნური ინტელექტის ეპოქის ნამდვილი გარდამტეხი წელი გახდა. ისევე, როგორც ოდესღაც ინტერნეტმა, AI-მ ელვის სისწრაფით მიაღწია მოსახლეობის უდიდეს ნაწილამდე. ჩატბოტები და AI ასისტენტები, რომლებიც ახლახანს პროფესიულ სივრცეს ეკუთვნოდა, დღეს ბევრი ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
სწორედ ამ ფონზე, ჯეპრას 2025 წლის წლიური ანგარიში მთლიანად ამ თემას ეძღვნება. თემას, რომელიც პროფესიულ შეხვედრებშიც ისევე ცხელია, როგორც მეგობრულ საუბრებში. ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ის, რის განვითარების ტემპი ზოგჯერ გვაშინებს მაგრამ, რაც მთავარია, გვეხმარება, სწრაფად ცვალებად გარემოში წინ ვიაროთ.
AI მიმოხილვაზე, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან ერთად ვიმუშავეთ.