ქართული AI სტარტაპები აქტიურად მუშაობენ აგენტების (მომხმარებელთა მხარდაჭერა, იკომერსი და გაყიდვები), ქოლცენტრების ავტომატიზაციაზე, იკომერსში პროდუქტების ძიებაზე, რეკრუტინგის სისტემებზე, მარკეტინგულ ინსტრუმენტებსა და მომხმარებელთა ანალიტიკაზე.
საბანკო სექტორი ლიდერია, თუმცა რითეილს, ფარმაციას, სამედიცინო, სადაზღვევო და თამაშების ინდუსტრიას დიდი მოცულობის მონაცემები აქვთ, რომელთა მონეტიზაცია ჯერ არ ხდება.