ისტორია
საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე და დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და ზოგადი სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელ ბიზნესკომპანიას წარმოადგენს.
ღირებულებები და მისია
ჯეპრას მისიაა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების წახალისების გზით, მის კლიენტებსა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება და კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების განვითარება. კომპანიის მიზანია საქართველოში საკონსულტაციო მომსახურების მაღალი პროფესიული და ეფექტური მექანიზმების დანერგვა.
ჯეპრა თავის პარტნიორებსა და კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო გამოცდილებაზე, უახლეს მეთოდოლოგიასა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებაზე დამყარებულ პროფესიონალურ მომსახურებას საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და სტრატეგიული განვითარების სფეროებში.
ჯეპრა განუხრელად იცავს საერთაშორისო ქარტიებით და კოდექსებით გათვალისწინებულ პროფესიული ეთიკის ნორმებს.
ჯეპრა ევროპაში ლიდერი პიარკომპანია „კეტჩამ გლობალის“ საერთაშორისო ქსელის წევრია. კომპანია მუშაობს ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით.