ამბები


IDS ბორჯომი საქართველომ, როგორც დარგის ლიდერმა და ნოვატორმა კომპანიამ, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბორჯომის ახალი ქარხანა აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.







ჯეპრა სპინალური კუნთოვანი ატროფიის საინფორმაციო კამპანიას “გამაძლიერე” 2020 წლიდან ახორციელებს. კამპანიამ 2022 წელს მიაღწია თავის მთავარ მიზანს - დღეისათვის საქართველოში მცხოვრები სპინალური კუნთოვანი ატროფიის ყველა პაციენტი იღებს შესაბამის მკურნალობას.

ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
წელს, საქართველოს შემოქმედებითი ნაკრები 6 გამარჯვებული გუნდისგან ჩამოყალიბდა. კონკურსი ექვს კატეგორიაში მიმდინარეობდა: Print, PR, Digital, Design, Film და Marketer. ოქროს ჯილდოს მფლობელი გუნდები ივნისის თვეში საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით იასპარეზებენ.